Batumelebi | 2020 | September | 22 22.09.2020 – Batumelebi
RU | GE  

შემოდგომა აჭარაში შუამთის მისტიურ ტბებზე

Comments Off on შემოდგომა აჭარაში შუამთის მისტიურ ტბებზე

„სათოვლია რომ გეიშლება მთიდან უნდა გედეიბარგო“, – ამბობენ აჭარის მაღალმთიანეთში მემთეურები. სათოვლია ალპური, თეთრი ყვავილია შროშანისებრთა გვარიდან. სხვაგვარად უცუნასაც ეძახიან. სათოვლიების გაშლა მალე აცივების და გათოვების მანიშნებელია. შუამთის ალპური ველებზე... Read More

როგორი სკოლა აქვს დირექტორს, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს

Comments Off on როგორი სკოლა აქვს დირექტორს, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს

ლენა გომართელი საქართველოში ყველაზე წარმატებულ დირექტორად აღიარეს და გრან-პრითაც დააჯილდოვეს. რატომ მიიჩნიეს ის საუკეთესო დირექტორად და რა შეიცვალა მისი მენეჯერობის პერიოდში საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში? – ლენა გომართელს ამ თემაზე... Read More

გამაჯანსაღებელი ცენტრი და კოშკი სარფში  – რას აშენებს ბიზნესმენი ტვილდიანი 

Comments Off on გამაჯანსაღებელი ცენტრი და კოშკი სარფში  – რას აშენებს ბიზნესმენი ტვილდიანი 

დიმიტრი ტვილდიანის მიწის ნაკვეთი სარფში ერთ ჰექტრამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან ჯერ მიიტაცა სახელმწიფო მიწა, შემდეგ კი ოფიციალურად იყიდა და დაირეგისტრირა. დიმიტრი ტვილდიანის სურვილები სარფის ლანდშაფტურ ზონაში ამით არ... Read More

ახალგაზრდები, რომლებმაც ფიზიკის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

Comments Off on ახალგაზრდები, რომლებმაც ფიზიკის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირზე – IYPT 2020 – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. კანადა, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო – ასე გადანაწილდა ოქროს, ვერცხლის... Read More

აჭარაში საკეისრო კვეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – Unicef-ის კვლევით

Comments Off on აჭარაში საკეისრო კვეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – Unicef-ის კვლევით

2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგებით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში, ჩანს რომ დროის ამ მონაკვეთში,... Read More

ბათუმს წლის ბოლოს ახალ ნაგავსაყარი ექნება, აქ ნარჩენების შეტანა ფასიანი იქნება

Comments Off on ბათუმს წლის ბოლოს ახალ ნაგავსაყარი ექნება, აქ ნარჩენების შეტანა ფასიანი იქნება

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა, როგორც „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო მომდევნო წლის მარტში, ნაგავსაყარი მზად იქნება ნარჩენების მისაღებად. ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში... Read More

„ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში და ოთხი ახალი ნამუშევარი ქალაქის კედლებზე

Comments Off on „ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში და ოთხი ახალი ნამუშევარი ქალაქის კედლებზე

მიმდინარე წლის 12-19 სექტემბერს ბათუმი ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო“ გაიმართა. 2020 წელს სამინისტროს მიერ 7 ფესტივალი დაფინანსდა, მათ შორისაა „ნიკოც“, რომელიც ბათუმში წელს მეორედ ჩატარდა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბოლო წლებში... Read More

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

Comments Off on აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას და ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს ტესტირება... Read More

ვინ იმკურნალებს ბინაზე კორონავირუსის დიაგნოზით – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

Comments Off on ვინ იმკურნალებს ბინაზე კორონავირუსის დიაგნოზით – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა უკვე დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, გახდა ცნობილი. დღესვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აჭარაში რამდენიმე პაციენტი მკურნალობს სახლში, თუმცა... Read More

„ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“ – საპროტესტო აქცია ოცნების ქალაქში

Comments Off on „ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“ – საპროტესტო აქცია ოცნების ქალაქში

„თუ კატეგორიებს არ განსაზღვრავენ, პირველი ოქტომბრიდან საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან დავიწყებთ, არჩევნებამდე ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“, – ამბობს მარინა ბერიძე. ის წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ამ დასახლებაში თვითნებურად შესახლებულმა... Read More

საპირფარეშო კანალიზაციის გარეშე და სხვა – გონიოს პლაჟი სეზონის შემდეგ

Comments Off on საპირფარეშო კანალიზაციის გარეშე და სხვა – გონიოს პლაჟი სეზონის შემდეგ

გონიოს პლაჟის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც საკურორტო სეზონზე ე.წ. ბუნგალოები და სხვა სახის მსუბუქ კონსტრუქციებში მოწყობილი კაფეები მუშაობს, ახლა მიტოვებულ ბარაკული ტიპის დასახლებას ჰგავს, საიდანაც მეპატრონეები ისე წასულან, ნარჩენებიც კი არ... Read More

აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზე მკურნალობს – მინისტრის მოადგილე

Comments Off on აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზე მკურნალობს – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და ექიმი სახლში უწევს მეთვალყურეობას. „ეს მოდელი არის აპრობირებული ბევრ ქვეყანაში და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ... Read More

ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჯარიმების გარეშეც უნდა ვატაროთ პირბადე – მეზვრიშვილი

Comments Off on ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჯარიმების გარეშეც უნდა ვატაროთ პირბადე – მეზვრიშვილი

„ისეთ მდგომარებაში ვიმყოფებით, რომ ჯარიმებისა და მკაცრი მიდგომების გარეშეც უნდა ვატარებდეთ პირბადეს და ვიცავდეთ დისტანციას“, – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.... Read More

არასრულწლოვანი მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია 68 წლის კაცი – შსს

Comments Off on არასრულწლოვანი მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია 68 წლის კაცი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა 68 წლის კაცი, 1952 წელს დაბადებული ი.გ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში,... Read More

ამინდი ტბა ზაფხული ივნისი

ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება – ამინდის პროგნოზი

Comments Off on ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22  სექტემბრის 21 საათიდან 23 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა... Read More

კოლეჯ “Golden Sea“-სა და სასტუმრო „Grand Gloria“-ს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი

Comments Off on კოლეჯ “Golden Sea“-სა და სასტუმრო „Grand Gloria“-ს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯმა „Golden Sea“-მ, სასტუმრო „Grand Gloria“-სთან პარტნიორობით, სასტუმროს ბაზაზე 2019 წლის 24 სექტემბერს დაიწყო მზარეულის გრძელვადიანი სასწავლო კურსის განხორციელება. COVID19-ის პანდემიის ფონზე აუცილებელი გახდა საქართველოს განათლების სისტემის... Read More

გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონავირუსი არ იყო – რესპუბლიკურის კლინიკური მენეჯერი

Comments Off on გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონავირუსი არ იყო – რესპუბლიკურის კლინიკური მენეჯერი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი მძიმე თანმხლები დაავადებები იყო. პაციენტს ჰქონდა ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია,... Read More

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

Comments Off on ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათგან ოთხი მართვით სუნთქვაზეა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ და ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი... Read More

მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ

Comments Off on მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 22 სექტემბერს, ღამის 12 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა... Read More

კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი – 22 სექტემბრის მონაცემები

Comments Off on კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი – 22 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 22 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 3913 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1574 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 22 ადამიანი გარდაიცვალა,... Read More

აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Comments Off on აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, აქედან ერთეული შემთხვევებია დაკავშირებული... Read More

დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში

Comments Off on დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში

საქართველოში დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ერთი 77 წლის ქალია, მეორე კი 67 წლის მამაკაცი. ქალი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, კაცი კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით... Read More

ბათუმში კორონავირუსით კაცი გარდაიცვალა

Comments Off on ბათუმში კორონავირუსით კაცი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით დაავადებული 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 20 სექტემბერს შეიყვანეს კოვიდის დიაგნოზით,... Read More