Batumelebi | 2020 | June | 29 29.06.2020 – Batumelebi

ქობულეთის სანაპიროზე 3 მრავალსართულიანი და 4 დამხმარე შენობის აშენება სურთ

Comments Off on ქობულეთის სანაპიროზე 3 მრავალსართულიანი და 4 დამხმარე შენობის აშენება სურთ

ქობულეთში, აღმაშენებლის #313-ში, ზღვის პირველ ზოლში, კომპანია სამი მრავალსართულიანი შენობისა და ოთხი შედარებით მცირე ზომის დამხმარე ნაგებობის მშენებლობის უფლებას ითხოვს. შპს „კრისტალ ბილდინგმა“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმა [გრგ] მოამზადა... Read More

საფრანგეთის ყოფილ პრემიერს 5 წელი მიუსაჯეს ცოლის ფიქტიური დასაქმებისთვის

Comments Off on საფრანგეთის ყოფილ პრემიერს 5 წელი მიუსაჯეს ცოლის ფიქტიური დასაქმებისთვის

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ფიიონს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს [აქედან სამი წელი – პირობითად] ცოლის ფიქტიურად დასაქმებისთვის – წერს BBC. პარიზის სასამართლომ ფიიონი დამნაშავედ სცნო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის. სკანდალი... Read More

გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე

Comments Off on გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე

ბათუმის ნავსადგურში, იქ, სადაც დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მეზღვაურები დააჯილდოვეს კიდეც, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. პრემიერმა დამრიგებლური ტონი მოირგო და ჟურნალისტებს ურჩია, რომ „ნერვებს გაფრთხილებოდნენ“. “ჩვენ... Read More

ბუსსს „ანრის“ ადმინისტრაციამ წლის აქტიური თანამშრომლები და სტუდენტები დააჯილდოვა

Comments Off on ბუსსს „ანრის“ ადმინისტრაციამ წლის აქტიური თანამშრომლები და სტუდენტები დააჯილდოვა

მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო მრავალი ღონისძიება გადაიდო და გაუქმდა. მათ შორის, ვერც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა მასშტაბურად, ვერ გაიმართა ბუსსს „ანრის“ უკვე ტრადიციადქცეული სხვადასხვა ღონისძიება. თუმცა „ანრის“ ადმინისტრაციის მიერ მიღებული... Read More

ვის უნდა მიმართო, თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან მისი დახმარება გსურს

Comments Off on ვის უნდა მიმართო, თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან მისი დახმარება გსურს

საქართველოში ძალადობის მსხვერპლი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არსებობს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები, რომელსაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი კურირებს. თავშესაფრების მისამართები დაცულობის უზრუნველსაყოფად კონფიდენციალურია და ამის... Read More

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი

Comments Off on ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღში შესვლა უფასოა. ბაღის... Read More

ბათუმში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა

Comments Off on ბათუმში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოკვლეული 297 პირიდან 2 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორივე კოვიდინფიცირებული მძღოლია, ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს ცხელების ცენტრში და დადასტურების შემდეგ -“მედალფაში”. ამ ორი... Read More

გახარია: რაც მამოძრავებს ისაა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

Comments Off on გახარია: რაც მამოძრავებს ისაა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

„მე რაც მამოძრავებს, პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, როცა ის საკონსტიტუციო ცვლილებებს აფასებდა... Read More

აჭარის ტელევიზიის რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილი დანიშნეს 

Comments Off on აჭარის ტელევიზიის რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილი დანიშნეს 

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ახალი რედაქტორი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი იქნება. იგი პირველი ივლისიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. „ბათუმელებს“ ამის შესახებ თავად აკაკი გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა. მაუწყებელს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ... Read More

ბათუმში მეზღვაურები დააჯილდოვეს

Comments Off on ბათუმში მეზღვაურები დააჯილდოვეს

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. დაჯილდოების ცერემონია ბათუმის პორტში... Read More

გიდების აქცია საქართველოს სამ ქალაქში – „დავრჩით უსახსროდ, დავრჩით უსაქმოდაც”

Comments Off on გიდების აქცია საქართველოს სამ ქალაქში – „დავრჩით უსახსროდ, დავრჩით უსაქმოდაც”

30 ივნისს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გიდები ფლეშბობ აქციას გამართავენ სახელწოდებით – „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“. სამივე ქალაქში ხვალ, 30 ივნისს, გიდები უსასყიდლოდ ჩაატარებენ ტურებს. აქციები 12 საათზეა დაგეგმილი:... Read More

რას უპირებს მერია „ბათუმიველოს“ – სისტემიდან ყველა ველოსიპედი ჩახსნილია

Comments Off on რას უპირებს მერია „ბათუმიველოს“ – სისტემიდან ყველა ველოსიპედი ჩახსნილია

ბათუმის მერიამ „ბათუმიველოს“ სისტემის განახლება ზაფხულის დადგომის შემდეგ გადაწყვიტა. ამ დროისთვის მუნიციპალური ველოსიპედით ვერც ბათუმის ბულვარში გაისეირნებთ და ვერც ქალაქში – ქსელში ველოსიპედი აღარ არის. „360 ველოსიპედია ჩვენს ბალანსზე, მიმდინარეობს... Read More

„საზღვრები მაშინ გაიხსნება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“ – გახარია

Comments Off on „საზღვრები მაშინ გაიხსნება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“ – გახარია

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საზღვრები მაშინ გაიხსნება, „როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“. „როგორც ვიცით, საუბარია მეორე, უფრო გართულებულ ტალღაზე და ამას... Read More

როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად – ინსტრუქცია

Comments Off on როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად – ინსტრუქცია

სარეგისტრაციო პორტალზე კომპენსაციის მიმღებ პირებად დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ თვითდასაქმებულები და რომლებსაც კომპენსაცია – 300 ლარი ეკუთვნით. დღეს, 29 ივნისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა,... Read More

სოცაგენტების გაფიცვა შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს – EMC

Comments Off on სოცაგენტების გაფიცვა შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების მოთხოვნები. ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც... Read More

აჭარის გზების დეპარტამენტი აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას

Comments Off on აჭარის გზების დეპარტამენტი აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. სხვა პროექტებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე... Read More

ბათუმის 7 ქუჩაზე წყალი ორი საათით შეწყდება

Comments Off on ბათუმის 7 ქუჩაზე წყალი ორი საათით შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, ავარიული დაზიანების გამო, 15 საათიდან 17 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: აბუსერიძის ქუჩა შარტავას ქუჩა ფიროსმანის ქუჩა ჯავახიშვილის ქუჩა გრიბოედოვის ქუჩა ვახტანგ გორგასლის ქუჩა ლორიას ქუჩა... Read More

ერთდღიანი ტური გურიაში – როგორ შეიძლება გურიის „გაცოცხლება“

Comments Off on ერთდღიანი ტური გურიაში – როგორ შეიძლება გურიის „გაცოცხლება“

28 ივნისს „გურიის ტურიზმის ასოციაციის“(TAG) ორგანიზებით ჩატარდა ინფო-ტური გურიის რეგიონში. COVID-19-ის პანდემიამ ნეგატიური გავლენა იქონია ტურიზმის ინდუსტრიაზე. საერთაშორისო ტურისტების მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობის გათვალისწინებით, ტურიზმის გამოცოცხლების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება შიდა... Read More

იმუშავებენ თუ ვერა წელს ბათუმის ბულვარში ელექტრომობილები

Comments Off on იმუშავებენ თუ ვერა წელს ბათუმის ბულვარში ელექტრომობილები

იმუშავებენ თუ არა კვადროციკლები და ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში ბათუმის საკრებულო ხვალ, 30 ივნისს, იმსჯელებს. ელექტრომობილების მესაკუთრეებმა საკითხის განხილვის მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართეს. ელექტრომობილების გადაადგილება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გასული წლის... Read More

როდიდან შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

Comments Off on როდიდან შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

„კვირის ბოლომდე გვექნება პლაჟზე შეზლონგები“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. მან ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, შეზლონგების მფლობელებს პირდაპირი წესით გაუფორმონ ხელშეკრულებები და აუქციონი აღარ გამოცხადდეს. „ბათუმის ბულვარის“... Read More

სტრასბურგის მერად სომხური წარმომავლობის ეკოლოგი, ჟანა ბარსეგიანი აირჩიეს

Comments Off on სტრასბურგის მერად სომხური წარმომავლობის ეკოლოგი, ჟანა ბარსეგიანი აირჩიეს

საფრანგეთში, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში, სტრასბურგის მერად 39 წლის ეკოლოგთა კანდიდატი, ჟანა ბარსეგიანი აირჩიეს, რომელმაც ამომრჩევლების ხმათა 41,71%-ით გაიმარჯვა ქალაქის მერობის მეორე კანდიდატზე, 51 წლის ალენ ფონტანელზე – ეს უკანასკნელი... Read More

თურქეთში დასაქმებულები 300 ლარს რეგისტრაციიდან ათ დღეში მიიღებენ

Comments Off on თურქეთში დასაქმებულები 300 ლარს რეგისტრაციიდან ათ დღეში მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 130 ათასი ადამიანია, ვისაც საზღვარგარეთ თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარებით შეუძლია ისარგებლოს. მინისტრის მოადგილემ დღეს, 29 ივნისს, მედიასთან დააზუსტა, ვინ... Read More

ექვს თვეში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

Comments Off on ექვს თვეში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 29 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 მილიონს აღემატება. 2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 10 146 971 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ... Read More

გამოვლინდა კორონვირუსის 2 ახალი შემთხვევა, განიკურნა 6 პაციენტი

Comments Off on გამოვლინდა კორონვირუსის 2 ახალი შემთხვევა, განიკურნა 6 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია, ორივე პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია. 29... Read More