Batumelebi | 2020 | April | 09 09.04.2020 – Batumelebi

კორონავირუსი დაუდასტურდა დედასა და მის ათ წლამდე ბავშვს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

Comments Off on კორონავირუსი დაუდასტურდა დედასა და მის ათ წლამდე ბავშვს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 9 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. „ეს არიან ერთი ოჯახის წევრები, დედა-შვილი, დედა 40 წლამდე, ბავშვი 10 წლამდე, რომლებიც... Read More

2 ახალი შემთხვევა ბათუმში – covid 19

Comments Off on 2 ახალი შემთხვევა ბათუმში – covid 19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ახლახან განაცხადა, რომ დღეს დილის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეზუგბაიას განცხადებით, ოთხივე შემთხვევის წყარო ცნობილია და ინფიცირებული პირები უცხოეთიდან არიან... Read More

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა მესამედი მოხუცთა თავშესაფრიდანაა

Comments Off on ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა მესამედი მოხუცთა თავშესაფრიდანაა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ესპანეთში, მადრიდის რეგიონში, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები 4750 ხანდაზმული გარდაიცვალა, ესპანეთში დაღუპულთა საერთო მაჩვენებლის თითქმის მესამედი.  კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 9 მარტის მონაცემებით ქვეყანაში 15 238-ია. მადრიდის რეგიონი... Read More

„რედიოჰედი“ შეზღუდვების დასრულებამდე კვირაში ერთხელ ძველ კონცერტებს აჩვენებს

Comments Off on „რედიოჰედი“ შეზღუდვების დასრულებამდე კვირაში ერთხელ ძველ კონცერტებს აჩვენებს

„რედიოჰეიდი“, მსოფლიო მასშტაბით გამოცხადებული სოციალური იზოლაციისა და კარანტინის დასრულებამდე, თავის იუთუბის არხზე, ყოველკვირეულად გაუშვებს აქამდე ჩატარებული კონცერტების ვიდეოებს. ჯგუფმა ამის შესახებ გუშინ საღამოს, სოციალურ მედიაში განაცხადა. მათი თქმით, პირველად აჩვენებენ... Read More

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ეკლესია ჰოსპიტლად იქცა

Comments Off on ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ეკლესია ჰოსპიტლად იქცა

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდი გოთიკური ეკლესია კორონავირუსის პანდემიის დროს, საჭიროების შემთხვევაში, 200-მდე პაციენტს მოემსახურება – წერს ამერიკული მედია. ეკლესიის შენობა ორშაბათს დაცალეს, გაიტანეს ათასობით სკამი, რათა ადგილი... Read More

„თუ იქნება მითითება, ჩავერთვებით“ – ბათუმის მერი პროგრამაზე, რომელიც მოზარდებს სჭირდებათ

Comments Off on „თუ იქნება მითითება, ჩავერთვებით“ – ბათუმის მერი პროგრამაზე, რომელიც მოზარდებს სჭირდებათ

„ამ კატეგორიის ბავშვებთან მუშაობა ყველაზე ნაკლები კომპეტენციაა თვითმმართველობის“, – გვიპასუხა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მას კანონთან კონფლიქტში მყოფი, ასევე რთული ქცევის მქონე ბავშვების შესახებ ვკითხეთ – ხედავს თუ არა ადგილობრივი... Read More

ქვიშხეთში დაღუპული 3 ბავშვის დედისთვის დახმარებას ითხოვენ

Comments Off on ქვიშხეთში დაღუპული 3 ბავშვის დედისთვის დახმარებას ითხოვენ

ქვიშხეთთან ავტოავარიის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი მამასთან ერთად დაიღუპა. ბავშვების დედა მარიანა ქორიძე კი უმძიმესი ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა, თუმცა ის, როგორც... Read More

გახარია: „ქობულეთში გვაქვს სერიოზული კლასტერი“

Comments Off on გახარია: „ქობულეთში გვაქვს სერიოზული კლასტერი“

პრემიერმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის წესების კიდევ უფრო შესაძლო გამკაცრებაზე დღეს, 9 აპრილს, ისაუბრა და ის რეგიონები დაასახელა, სადაც, მისი ინფორმაციით, COVID 19-ის გავრცელების რთული კლასტერებია. პრემიერის ინფორმაციით, რთული... Read More

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი განყოფილება გახსნეს [ფოტო]

Comments Off on ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი განყოფილება გახსნეს [ფოტო]

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს გახსნეს.  ამ დროისთვის აღჭურვილია ორი განყოფილება – ემერჯენსი და რეანიმაცია. მთავრობის ინფორმაციით, საავადმყოფოს ახალ შენობაში covid 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ.  ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია,... Read More

ქართველი მეზღვაური: ცეცხლმოკიდებული გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი გამოვიყვანეთ [ვიდეო]

Comments Off on ქართველი მეზღვაური: ცეცხლმოკიდებული გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი გამოვიყვანეთ [ვიდეო]

„გუშინ გემ BELLATRIX-ზე ხანძარი გაჩნდა. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია მსხვერპლის გარეშე და გემზე ამოვიყვანეთ ეკიპაჟის 12-ვე წევრი“, – ეს კომენტარი და ვიდეომასალა 2 საათის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი თუშმალიშვილმა გამოაქვეყნა.... Read More

26 მილიონამდე ლარს გადაუხდიან 88 სასტუმროს საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

Comments Off on 26 მილიონამდე ლარს გადაუხდიან 88 სასტუმროს საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდში კიდევ 33 ხელშეკრულება გააფორმა სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობაზე. ადმინისტრაცია ამ ხელშეკრულების ფარგლებში სასტუმროებს ჯამში  3 275 486 ლარს გადაუხდის. ეს... Read More

გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს

Comments Off on გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს

ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი... Read More

პუტინმა Covid-19 ყივჩაღებსა და პაჭანიგებს შეადარა

Comments Off on პუტინმა Covid-19 ყივჩაღებსა და პაჭანიგებს შეადარა

პუტინმა კორონავირუსის გავრცელების პირობებში რამდენჯერმე მიმართა რუსეთის მოსახლეობას, ამჯერად გუშინ, 8 აპრილს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მმართველებს შეხვდა და ვირუსულ ინფექციაზე ისაუბრა. „ყველაფერი მთავრდება, ესეც გაივლის. ჩვენმა ქვეყანამ მრავალ განსაცდელს გაუძლო:... Read More

თურქეთში პანდემიის დროს ქუჩის ძაღლებისა და კატების გამოკვებაზე მთავრობა იზრუნებს

Comments Off on თურქეთში პანდემიის დროს ქუჩის ძაღლებისა და კატების გამოკვებაზე მთავრობა იზრუნებს

თურქეთში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავად იზრუნოს ქუჩაში მცხოვრები ასიათასობით ცხოველის გამოკვებაზე, რადგან კორონავირუსის პანდემიისა და კარანტინის პირობებში თურქეთის მოქალაქეები სახლში რჩებიან და ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებზე ვერ იზრუნებენ. შინაგან საქმეთა... Read More

მეუფე საბა ონლაინღვთისმსახურებაზე: არ მივიჩნევთ, რომ ისინი ცოდვას სჩადიან, თუკი სახლში არიან

Comments Off on მეუფე საბა ონლაინღვთისმსახურებაზე: არ მივიჩნევთ, რომ ისინი ცოდვას სჩადიან, თუკი სახლში არიან

მეუფე საბა ინწკირველი – მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი __________ „ასეთ დროს არ შეგვიძლია წავიდეთ წინააღმდეგ სახელმწიფოს და ამავე დროს ექიმების რჩევასთან და ეს არის სახლში დარჩენა,... Read More

საქართველოში covid19-ის შემთხვევა 6-ით გაიზარდა

Comments Off on საქართველოში covid19-ის შემთხვევა 6-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. დღევანდელი მონაცემებით 214-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, გუშინ, 8 აპრილს, ინფიცირების 208 შემთხვევა იყო, დღეს კი 6-ით გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო... Read More

116 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – ქობულეთის კლასტერი

Comments Off on 116 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – ქობულეთის კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გუშინ, 8 აპრილს, აჭარაში კორონავირუსზე 116 ნიმუში აიღეს. მისი თქმით, ყველა პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი არც ერთ პირს არ აღმოაჩნდა. „გუშინ, დღის განმავლობაში, ყველა... Read More

ჯანმოს დირექტორი ტრამპს დაფინანსების შეწყვეტაზე მუქარას პასუხობს

Comments Off on ჯანმოს დირექტორი ტრამპს დაფინანსების შეწყვეტაზე მუქარას პასუხობს

9 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა აშშ-ის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის მუქარასა და ჯანმოს საქმიანობის კრიტიკას უპასუხა. ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა ჩინეთზე ორიენტირებულობაში. მან თქვა, რომ... Read More

ბათუმში ქუჩებს რეცხავენ – მერიის განცხადებით, ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება

Comments Off on ბათუმში ქუჩებს რეცხავენ – მერიის განცხადებით, ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება. ბათუმის მერიის ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ქალაქის გარკვეულ ნაწილში. ამ ეტაპზე მოირეცხება და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდება... Read More