გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტიკას სტუმარმასპინძლობას ადარებს

Comments Off on გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტიკას სტუმარმასპინძლობას ადარებს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების აჭარის ტელევიზიაში არმისვლის მიზეზი თავად ტელევიზიაა. „შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ეს ვისი ბრალია, სტუმრის თუ შენი?…... Read More

კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადება

Comments Off on კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადება

აჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“. ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ... Read More

მალხაზ ჭკადუა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია

Comments Off on მალხაზ ჭკადუა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევა „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი და ხელისუფლების მიზანია,... Read More

აჭარის ტელევიზიასთან სამგლოვიარო ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

Comments Off on აჭარის ტელევიზიასთან სამგლოვიარო ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ „აჭარის ტელევიზიასთან“ ყვავილების გვირგვინი მიტანა. დღეს, 22 ნოემბერს, მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ტელევიზიის ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. „გვირგვინი მოვიტანეთ იმის ნიშნად, რომ დღეს იყო უკანასკნელი დღე... Read More

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

Comments Off on 50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

კომპანია ევროპაბეთი თვის ბოლოდან გრანდიოზულ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 23, 24, 26 და 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 23:59 საათამდე დადებულ მინიმუმ 5 ლარიან ბილეთებზე, მოთამაშეებს 50 უფასო სპინს ჩუქნის. უფასო... Read More

დღეს სიტყვის თავისუფლება დამარცხდა – ასლან ჭანიძე მაუწყებლის დირექტორის არჩევაზე

Comments Off on დღეს სიტყვის თავისუფლება დამარცხდა – ასლან ჭანიძე მაუწყებლის დირექტორის არჩევაზე

აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევას თვალყურს ადევნებდნენ რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევას აფასებენ, როგორც „დემოკრატიის მარცხს“. ერთ-ერთი მათგანი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე აჭარის ტელევიზიასთან... Read More

რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში

Comments Off on რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს, ავარიული დაზიანების გამო, 18:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია... Read More

აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

Comments Off on აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას განმეორებით კენჭისყრაში მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. საბჭოს ერთმა წევრმა არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა. კენჭისყრის პირველ ეტაპზე ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე... Read More

აჭარის მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩიეს – გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა

Comments Off on აჭარის მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩიეს – გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა

აჭარის მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს. მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან ორმა მხარი გიორგი კოხრეიძეს დაუჭირა, ერთი ხმა მაია მერკვილაძემ მიღო, ერთი – ფირუზ ბოლქვაძემ. მრჩეველთა საბჭო დაახლოებით ნახევარ საათში ისევ... Read More

ავარია ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

Comments Off on ავარია ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

დღეს, 22 ნოემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ მათთან გამოძახებაზე შეტყობინება არ შესულა. თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმის რეფერალურ... Read More

პარლამენტარ ვახტანგაძის მუქარა: ღმერთი არ გაუწყრეს არავის

Comments Off on პარლამენტარ ვახტანგაძის მუქარა: ღმერთი არ გაუწყრეს არავის

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე დღეს, 22 ნოემბერს, მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა. მოკლე ვიდეოჩანაწერში დეპუტატი ვახტანგაძე ამბობს, რომ „არ იმუქრება“, თუმცა „ნებისმიერი სტატუსის მქონე... Read More

პარლამენტარის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

Comments Off on პარლამენტარის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო გამოძიება დღეს, 22 ნოემბერს, პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის და მოქალაქე ჯელალ ქიქავას შორის მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქის თქმით, მას მუხრან ვახტანგაძემ... Read More

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება – შესვლა უფასოა

Comments Off on ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება – შესვლა უფასოა

23 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება. ფესივალზე, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, წარმოდგენილი იქნება 35 სახეობის ციტრუსი, ასევე კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნების მრავალფეროვნება.... Read More

შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდი იქნება

Comments Off on შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 22  ნოემბრის 21 საათიდან 23  ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის... Read More

მოქალაქე: დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ მერიის შესასვლელში მცემა

Comments Off on მოქალაქე: დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ მერიის შესასვლელში მცემა

„მერიაში [ბათუმის] შევდიოდი ჩემს საქმეზე, მოვარდა მუხრან ვახტანგაძე და მითხრა, რა გინდა შენ აქ, რატომ მოდიო… მაგინა და მცემა, მერე ისევ ის ბიჭები დამესიენ, რომლებთანაც კონფლიქტი ადრე მქონდა,“ – ამბობს... Read More

საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი ბათუმის პორტში შემოვიდა

Comments Off on საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი ბათუმის პორტში შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვიდა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. დახვედრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს... Read More

ნათია ზოიძის მიმართვა ბორდს: იყავით დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგები

Comments Off on ნათია ზოიძის მიმართვა ბორდს: იყავით დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგები

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნათია ზოიძემ გასაუბრებაზე მრჩეველთა საბჭოს პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩევანი მის წინა გამომსვლელზე – გიორგი კოხრეიძეზე გაკეთდება: „…აქ იყო კანდიდატი, რომელზეც თქვენ ... Read More

ქუჩის კალათბურთი, ჭარტი და კიდევ 4 იდეა – კონკურსის საუკეთესო ექვსეული

Comments Off on ქუჩის კალათბურთი, ჭარტი და კიდევ 4 იდეა – კონკურსის საუკეთესო ექვსეული

21 ნოემბერს, ბათუმის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პროექტის -„შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული იდეების განხილვა გაიმართა. მრჩევლებმა 30 იდეიდან გამოარჩიეს 6 იდეა, რომელთა შორის გამარჯვებულ იდეებს უკვე ბათუმელები... Read More

გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის თანამშრომლებს: არავის არაფერი არ ემუქრება

Comments Off on გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის თანამშრომლებს: არავის არაფერი არ ემუქრება

„აქ მე თუ მოვედი, არავის არაფერი არ ემუქრება, აბსოლუტურად არავის არაფერი არ ემუქრება. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ადამიანების შრომა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შრომას დებენ, დაფასდეს შესაბამისად…“ –... Read More

„დაბოქლომება“ ქვეყნის მასშტაბით

Comments Off on „დაბოქლომება“ ქვეყნის მასშტაბით

დღეს, 22 ნოემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სცადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს „დაბოქლომება“. იგივე მცდელობები აქვთ მოქალაქეებს და ოპოზიციურ პარტიებს იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში. ონლაინ გამოცემა ლაივპრესი იუწყება, რომ „ოპოზიციური... Read More

დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია

Comments Off on დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია

ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ პოლიციელები მართლწესრიგის გამო არიან მობილიზებული, თუმცა ვერ გვიპასუხეს, ამ შემთხვევაში რატომ გადაწყვიტა პოლიციამ წესრიგის დაცვა, როცა მერიასთან საპროტესტო აქცია არ იმართება.... Read More

აჭარის უმაღლეს საბჭოზე ბოქლომის დასადებად მივიდნენ – აქცია

Comments Off on აჭარის უმაღლეს საბჭოზე ბოქლომის დასადებად მივიდნენ – აქცია

დღეს, 22 ნოემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოს ჭიშკარზე ენმ-ს წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომის დასადებად მივიდნენ. ისინი უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას და პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას... Read More

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო

Comments Off on ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, კონსტრუქცია ორი სახისაა: სტაციონარული და დასაკეცი. სკამები ლურჯი ფერისაა. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები დამონტაჟდება. „სკამები უმაღლესი სტანდარტების... Read More

ხულოში 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა

Comments Off on ხულოში 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ხანძარი ლოკალიზებულია და სახანძრო ბრიგადები მუშაობენ მისი სრული ლიკვიდაციისთვის. 3 ოჯახს... Read More