“სირცხვილია”- ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ

Comments Off on “სირცხვილია”- ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ

„სირცხვილია!” „გადადგეს შსს მინისტრი გიორგი გახარია!”- ამ ტრანსფარენტებით ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ. შეკრებილები პროტესტს უცხადებენ რუსულ ოკუპაციას. ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმში უკვე მესამედ შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც უერთდებიან თბილისში მიმდინარე... Read More

მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაციას აღარ აცხადებენ

Comments Off on მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაციას აღარ აცხადებენ

სტანდარტულ ინფორმაციას ბათუმი-თბილისის მატარებელში ვეღარ მოისმენთ. ინფორმაცია უკვე მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ცხადდება. „საქართველოს რკინიგზის“ ამ სიახლის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა შეატყობინა. „ეს გადაწყვეტილება რკინიგზამ ოთხი თვის წინ მიიღო,“... Read More

სარფში 6 408 ლარის არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

Comments Off on სარფში 6 408 ლარის არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 23 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ვ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ... Read More

გიდების შენიშვნებიდან 1 თვის შემდეგ რა გამოსწორდა ტურისტულ ობიექტებზე ბათუმში 

Comments Off on გიდების შენიშვნებიდან 1 თვის შემდეგ რა გამოსწორდა ტურისტულ ობიექტებზე ბათუმში 

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შენიშვნები მოისმინა ბათუმში და არა მარტო ამ ქალაქში, ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ შედგა,  გიდები საუბრობდნენ... Read More

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების დამპროექტებელი კომპანია სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა

Comments Off on „ოცნების ქალაქში“ კორპუსების დამპროექტებელი კომპანია სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს. სამეტაპიანი სამუშაოდან პირველი და მეორე ეტაპების დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი... Read More

ბათუმის ბულვარის განცხადება

Comments Off on ბათუმის ბულვარის განცხადება

სსიპ ბათუმის ბულვარი ზაფხულის სეზონის განმავლობაში მზადაა უფასოდ დაუთმოს სივრცე მხატვრებს და ხელოვანებს თავიანთი შემოქმედების წარმოსაჩენად. სპეციალურად გამოყოფილი სივრცე ცენტრალურ შესასვლელთან, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე იქნა შერჩეული, კერძოდ, ბულვარის მთავარი შადრევნების... Read More

რა კეთდება ციხისძირში იმ ადგილას, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს

Comments Off on რა კეთდება ციხისძირში იმ ადგილას, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს

ქობულეთის სოფელ ციხისძირში, იმ ადგილზე, სადაც გასულ წელს მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის პარკში გადაიტანეს, მიწის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აღადგენდნენ [რეკულტივაცია] იმ ადგილს, საიდანაც ხეები... Read More

ზვიად რატიანი თბილისის აქციებზე: მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები

Comments Off on ზვიად რატიანი თბილისის აქციებზე: მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები

პოეტი ზვიად რატიანი საქართველოში 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე აქციებს ეხმიანება. ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ზვიად რატიანი ამბობს, რომ ეს თაობა გააკეთებს იმას, რაც ვერ შეძლო წინა თაობამ: „ეს უკვე სხვა... Read More

„დაბადების დღე“- პირველი მონოსპექტაკლი ჟესტურ ენაზე ბათუმში

Comments Off on „დაბადების დღე“- პირველი მონოსპექტაკლი ჟესტურ ენაზე ბათუმში

5 ივლისს ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“, წარმოდეგნილი იქნება რეჟისორ ლაშა შეროზიას მონოსპექტაკლი – „დაბადების დღე“ ჟესტურ ენაზე. სპექტაკლი ადაპტირებულია და მორგებულია სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ადამიანებზე. ადაპტირებული სპექტაკლი პირველად კეთდება ბათუმში, პროeქტ... Read More

ხელვაჩაური, ხულო და შუახევი – 16 ფრაქცია საკრებულოებში და 0 ინიციატივა

Comments Off on ხელვაჩაური, ხულო და შუახევი – 16 ფრაქცია საკრებულოებში და 0 ინიციატივა

აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ინიციატივების რაოდენობა შემცირდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2017-2018 წლებში უშუალოდ... Read More

ივლისის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

Comments Off on ივლისის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2  ივლისის 21 საათიდან 3  ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა... Read More

რატომ ვერ დაიწყო ბარცხანის ავარიული ხიდის რეაბილიტაცია

Comments Off on რატომ ვერ დაიწყო ბარცხანის ავარიული ხიდის რეაბილიტაცია

ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში, რომელიც ქალაქის მერიამ 2016 წელს 25 ათას ლარად შეისყიდა, ცვლილებებია შესატანი. ამ ცვლილებების გარეშე კი, როგორც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო აცხადებს, ხიდზე... Read More