გზების დეპარტამენტს ადგილობრივი კომპანიების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ – ქუთაისის შემოვლითი გზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერების გამო ოთხი კომპანია დავების საბჭოში უჩივის. კომპანიები აცხადებენ, რომ დეპარტამენტის სატენდერო პირობები ადგილობრივი კომპანიებისთვის დისკრიმინაციულია, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და უცხოურ კომპანიებზეა მორგებული. დეპარტამენტის მიერ „სატენდერო პირობების განსაზღვრისას თავდაყირაა დაყენებული სახელმწიფო შესყიდვების, როგორც უმნიშვნელოვანესი მმართველობითი საქმიანობის პროცედურის არსი და მიზანი, ასევე კონკურენციის შესახებ კანონის იმპერატიული მოთხოვნა …

რიგები სარფის საბაჟოზე – თურქეთის მხარეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია

დღეს, 18 ნოემბერს, სარფის საბაჟოზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მოქალაქეები ხალხმრავალ რიგში აღმოჩნდნენ. „ნეიტრალურ ტერიტორიაზე გავიჭედეთ, ძალიან ბევრი ხალხია. ამბობენ, სისტემაა გათიშული თურქულ მხარესო“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც თავადაც ამ რიგში იმყოფება. ბათუმში თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რიგის მიზეზი თურქეთის მხარეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია, წარმოიქნა შეფერხება და მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა კონკრეტულად რა დროში აღმოიფხვრება …

ბათუმში 15 წლის ბიჭი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოშია …

რა შემთხვევაში აზარალებს ფერმერს ფაროსანა – აჭარასა და გურიაში 205 ათასი ჰექტარი შეწამლეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, რასაც სპეციალური შტაბი ახორციელებდა აჭარასა და გურიაში, დასრულებულია. მავნებლის  წინააღმდეგ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით, აჭარასა და გურიაში წელს ჯამში 205 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს. ფაროსანამ გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა, თუმცა როგორც აჭარის, ასევე, გურიის სოფლებში ამბობენ, რომ მავნებელი წელს იმდენად შემაწუხებელი არ იყო, ანუ მიმდინარე წლის შემოდგომაზე …

Exit mobile version