ახალმა აპარტოტელმა, რომლის მშენებლობასაც შპს „დომუს დეველოპმენტი“ გეგმავს, შესაძლოა საქართველოს პარლამენტის წევრის, ივლიანე წულაიას ბიზნესსაც შეუშალოს ხელი. დეპუტატის უკვე არსებული აპარტოტელი კვარიათში – „კვარიათი სანსეტი“ პლაჟზე მდებარეობს და ეზოც პლაჟის ტერიტორიაზე აქვს. ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დეპუტატის უკვე არსებული სასტუმროს ფასადი ნაწილობრივ დაიფარება. გასცემს თუ არა ბათუმის მერია ნებართვას მშენებლობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტარის კომპანიის …
Daily Archives: 28.05.2018
ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით საფირმო მატარებელი იმოძრავებს
15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი, საფირმო მატარებელი №202/201 ინიშნება. სამგზავრო შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს. მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30, ბათუმში შევა 07:10, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 და ერევანში ჩავა 07:25. ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს – სამტრედიის სადგური დაემატება. აღნიშნული მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთნაკადის გაზრდის …
Continue reading “ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით საფირმო მატარებელი იმოძრავებს”
საკრებულო პარკირების წესში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელებს
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისთვის საფასურის დადგენის და ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების თაობაზე დადგენილებებში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, ბათუმში აიკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და …
Continue reading “საკრებულო პარკირების წესში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელებს”
ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე, მოძრაობა ცალმხრივი გახდა
თამარ მეფის სანაპიროზე ამიერიდან სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება. სანაპიროზე მოძრაობა ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით შეიზღუდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სანაპიროზე გადასასვლელებზე საგზაო ნიშნები უკვე დამონტაჟებულია. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სანაპიროზე ცალმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა ტურისტული სეზონისთვის სპეციალურად დაიგეგმა. მოძრაობის შეზღუდვის მიზანია ამ პერიოდში სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობის უკეთ დარეგულირება, მძღოლებისთვის კონფლიქტური ვითარების შემცირება და ქვეითებისთვის უსაფრთხო გადაადგილების საშუალების მიცემა.
ქედელი ჩოგბურთელების წარმატებები ზედიზედ
ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის სექციის სპორტსმენები გულშემატკივარს წარმატებებით ანებივრებენ. მალტაში, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, ოთხი გოგონას ასპარეზობის შემდგომ სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. ანრი დევაძე საქართველოს ნაკრების წევრი ოფიციალურად გახდა და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ლინდა ჩიკვაიძე 2018 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო წყვილებს შორის პირველ საპრიზო ადგილზე ელზა მახაჭაძე და ლინდა ჩიკვაიძე …
მარტოხელა მშობლები მგზავრობისას 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. პროექტით წარმოდგენილი ცვლილების ინიციატორი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოა …
Continue reading “მარტოხელა მშობლები მგზავრობისას 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ”
სუს-ის მაღალი თანამდებობის პირი ქობულეთის მერიაში გადავიდა სამუშაოდ
ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება. ამ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მინდია რომანაძემ გაიმარჯვა. მინდია რომანაძე აქამდე ანტიკორუფციულ სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ანტიკორუფციული სააგენტო სუს-ის სტრუქტურული ერთეულია. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათ ადამიანს ჰქონდა. გასაუბრების ეტაპზე კომისიამ მხოლოდ ორი კონკურსანტი გადაიყვანა – მინდია რომანაძე და გიორგი ლილუაშვილი. „მაგრამ გიორგი ლილუაშვილი გასაუბრებაზე აღარ მოვიდა. ჩვენთვის უცნობია, რატომ …
Continue reading “სუს-ის მაღალი თანამდებობის პირი ქობულეთის მერიაში გადავიდა სამუშაოდ”
ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ წარუდგინა, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში …
14 693 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო სარფსა და წითელ ხიდზე
25-27 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „წითელი ხიდი“ და „სარფი“- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების: გ.ა-ს, ე.ზ-სა და მ.ბ-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საზღვარზე ამოღებული ოქროს ნაკეთობათა საერთო წონამ 253,44 გრამი, ხოლო საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ – 14,693.84 ლარი შეადგინა. საქართველოს …
Continue reading “14 693 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო სარფსა და წითელ ხიდზე”
ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, ბათუმის ცენტრალურ ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა. სასწრაფოს ინფორმაციით, ქალს ხელზე აქვს ნაკბენი და ის ანტირაბილურ ცენტრში გადაიყვანეს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში ალიკაპისა და საბელის გარეშე ძაღლის გაყვანა ჯარიმდება 20 ლარით. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის თქმით, პოლიცია ცდილობს გააფრთხილოს მეპატრონეები, თუმცა მაინც არის შემთხვევები, როცა მეპატრონეებს …
“მადაგასკარი” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს [ფოტო]
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!
12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
პედოფილიაში ბრალდებულ 60 წლის კაცს ხელვაჩაურის სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლების მიხედვით. ეს მუხლები 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას, …
Continue reading “12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს”
ბათუმში ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ – მერიის გამოკითხვის შედეგები
ბათუმის მერია გასულ კვირას მოსახლეობის ონლაინ გამოკითხვას აწარმოებდა ახალი მუნიციპალური ავტობუსების ფერთან დაკავშირებით. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლურჯი ფერი ლიდერობდა. „გამოკითხვაში 3 748 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 53-მა პროცენტმა ხმა მისცა ლურჯ ფერს, 16,6 პროცენტი წითელი ფერის მომხრე იყო, 11,8 კი – თეთრი ფერის,“- გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, ახალი მუნიციპალური ავტობუსის …
Continue reading “ბათუმში ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ – მერიის გამოკითხვის შედეგები”
შსს „რუსთავი 2“-სა და „იმედში“ მტკიცებულებების გასაჯაროებაზე გამოძიებას იწყებს
შს სამინისტრომ დღეს, 28 მაისს, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოძიება იმ პირების მიმართ დაიწყო, რომლებიც „გაფრთხილებულნი იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე“. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება „უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე“ არსებული მტკიცებულებები გასაჯაროებას. „მიმდინარე წლის 26 მაისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-მა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა. კერძოდ, …
Continue reading “შსს „რუსთავი 2“-სა და „იმედში“ მტკიცებულებების გასაჯაროებაზე გამოძიებას იწყებს”
ქრთამის გადაცემის მომენტში სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გურიაში ერთი პირი დააკავა
ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის მიცემის ფაქტზე გურიაში მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა გ-მ ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა …
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 28-29 მაისს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთაში მოსალოდნელია: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: 6-11 გრადუსი სითბო ბოლო …
Continue reading “უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
ჯარიმა მერაბ ბლადაძის ცემისთვის
შს სამინისტროს ინფორმაციით, პირებს, რომლებმაც მერაბ ბლადაძის ცემა აღიარეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ. შემთხვევა 14 მაისს ბათუმში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, „უფლებადამცველ მ.ბ.-ს, წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ზ.ბ.-მ მას ხის ჯოხით მსუბუქი დაზიანებაც მიაყენა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ს.ბ-ს ჯარიმის სახით 1000 ლარი დაეკისრა, ზ.ბ-ს კი 2000 ლარი. ფაქტზე …
არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა [ვიდეო]
პარიზში, 22 წლის ბიჭმა, მამუდუ გასამამ, მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე. „შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში …
პედოფილია – სამ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს
აჭარაში პედოფილიის შემთხვევა დაფიქსირდა. მოსამართლე დავით გელაშვილი დღეს განიხილავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესცენტრის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს 60 წლამდე მამაკაცი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე …
Continue reading “პედოფილია – სამ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს”
სტუდენტური პროექტების კონკურსი ბსუ-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „სტუდენტური პროექტების“ კონკურსს აცხადებს. სტუდენტური პროექტი შეიძლება იყოს ორი სახის – სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული. „კონკურსის მიზანია აქტიური სტუდენტური ცხოვრების წახალისება, ხელშეწყობა და სტუდენტებში პროფესიული-კვლევითი უნარ-ჩვევების ამაღლება. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, ხოლო საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტის ბიუჯეტი – 5000 ლარს. პროექტების განხილვის …
ბათუმში დაჭრილი ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 27 მაისს დანით დაჭრილი ქალი კვლავ რეანიმაციაში რჩება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ ამ ეტაპისთვის სტაბილური. ახალგაზრდა ქალი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შუადღისას დაჭრეს. ქალს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. დაჭრილი ქალი ორი შვილის დედაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, …
Continue reading “ბათუმში დაჭრილი ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა”
ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა
ზოგს ეცინება, ზოგი ეთანხმება, ზოგს უკვირს, ნაწილმა არაფერი იცის და მეორე ნაწილისთვის კი ნიგვზისა და თხილის მზესუმზირით ჩანაცვლების იდეა სრულიად მისაღებია. გაგიკვირდებათ და მზესუმზირით კაკლოვანი კულტურების ჩანაცვლება დაკავშირებულია აზიური ფაროსანას პრობლემასთან. თხილის მზესუმზირით ჩანაცვლება თხილი და კაკალი საქართველოში სხვადასხვა საკვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, უფრო კონკრეტულად სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში თითქმის ყველა ოჯახში ფართო გამოყენებს. ბოლო …
ჯივილი 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ
26 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, საბავშვო მაღაზია „ჯივილი”, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ ყველა ასაკის საბავშვო ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და სათამაშოებზე. გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88
რუსეთიდან გამოპარული სელაპი მიშიკო ფოთთან შეამჩნიეს
ფოთში მეთევზეებმა და მყვინთავებმა ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი დააფიქსირეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. “სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ,” – წერს არჩილ გუჩმანიძე ფეისბუქზე. …
Continue reading “რუსეთიდან გამოპარული სელაპი მიშიკო ფოთთან შეამჩნიეს”