აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრები მოსახლეობა ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სოფლის დასახლებულ პუნქტთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო, სახლებს ბზარები გაუჩნდა, სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა და სოფლის საავტომობილო გზა მწყობრიდან გამოვიდა. ინერტულ მასალას აქ ოთხი კომპანია მოიპოვებს.