საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად 300 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა, მიწის ექსკავაციისა დროებითი თაღის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

მიწის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.



სამუშაოებზე 350-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.

 

 

საავტამობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს.

 

აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

 

ქობულეთის შემოვლით გზაზე 18.9კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობაა დაგეგმილი.

 

სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის მარტში დასრულდება.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version