აჭარას წყალდიდობა ემუქრება

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

მაღალმთიან აჭარაში წყალდიდობაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით მომდევნო ორი დღე ქვეყნის ტერიტორიაზე ძლიერად იწვიმებს, რამაც, შესაძლოა, წყალდიდობები გამოიწვიოს.

„სინოპტიკოსები 12-13 აპრილს ძლიერ წვიმას ელოდებიან მთელ საქართველოში. იწვიმებს აჭარის მთიანეთში. ძლიერმა წვიმებმა შეიძლება გამოწვიოს ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები. წყალდიდობა მოსალოდნელია აჭარის წყლის აუზში და ჭოროხის აუზში. ამასთან თითქმის მთელ აჭარის კავკასიონზე იქნება ძლიერი ნალექი,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროპროგნოზების მიმართულების უფროსმა ქეთევან წიკლაურმა.

მისივე თქმით წყალდიდობის გამო შესაძლოა რიგ მდინარეებში წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწიოს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version