მთავარი,სიახლეები

ვოლოდინი დუმას სთავაზობს, უკრაინის ომზე მხოლოდ დახურულ რეჟიმში ილაპარაკონ

15.09.2022
ვოლოდინი დუმას სთავაზობს, უკრაინის ომზე მხოლოდ დახურულ რეჟიმში ილაპარაკონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი დეპუტატებს სთავაზობს, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების განხილვა გასაიდუმლოვდეს და მხოლოდ დახურულ რეჟიმში გაიმართოს, რათა „ზიანი არ მიადგეს რუსეთის არმიას.“

„საჯაროობა გვინდა? გვინდა საკუთარი აზრის გამოთქმა? მაგრამ ეს სამხედრო ოპერაციაა. ასეთ შემთხვევებში სხვა წესები მოქმედებს, მოდი, აქედან ამოვიდეთ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ღია განხილვამ შეიძლება „ზიანი მოიტანოს“.

ვოლოდინმა ასევე მოუწოდა დეპუტატებს, იფიქრონ რუს სამხედროებზე და რუსეთის უსაფრთხოებაზე.

ამ ინიციატივით ვოლოდინი მას შემდეგ გამოვიდა, რაც სოციალურ ქსელებში რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს რუსი სამხედროები კრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინელთა კონტრშეტევისას მათ ხარკოვის ოლქიდან უკან დაიხიეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის ძალებმა რუსების მიერ ოკუპირებული თითქმის მთელი ოლქი გაათავისუფლეს და რუსეთის საზღვრამდე მივიდნენ. ანალიტიკოსები ამას ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ყველაზე დიდ მარცხად აფასებენ.

მთავარ ფოტოზე: ვიაჩესლავ ვოლოდინი/ფოტო: duma.gov.ru

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: