ნასამართლობის სტატისტიკა



 

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2014 წლის რვა თვეში 10605 ადამიანს მიენიჭა მსჯავრდებულის სტატუსი, ხოლო 3915 პირს – პატიმრობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

2013 წლის იმავე პერიოდში 88 06 მსჯავრდებული და 2244 ადამიანი იყო, ვისაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 1676 ადამიანი დააჯარიმეს, 2013 წლის იმავე პერიოდში კი – 986 პირი. პირობითი მსჯავრის სტატუსი მიმდინარე წელს 4737 ადამიანს აქვს (2013 წლის იმავე პერიოდში 5270 პირს ჰქონდა).

წელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 272 ადამიანს მიესაჯა, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 160 პირს. ამნისტიითა და სხვა საფუძვლით წელს, რვა თვის განმავლობაში, ოთხი პირი გათავისუფლდა პატიმრობიდან, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 144. საქმიანობის (თანამდებობის) უფლება წელს ერთ მოქალაქეს, გასულ წელს კი ორ პირს ჩამოართვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"