კვირის ამბები

საზღვაო ცენტრი „ანრი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს

24.12.2013 • 2520
საზღვაო ცენტრი „ანრი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს

საზღვაო სასწავლო ცენტრ „ანრის“ კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ: საზღვაო ცენტრის მეოთხე სართულზე ფუნქციონირება დაიწყო კრუნიგულმა კომპანიამ  „ ქარი“,  რომელიც თავაზობს მსურველებს როგორც პრაქტიკისათვის გასვლას ზღვაში, ასევე დასაქმებას შორეული ნაოსნობის გემებზე. კომპანიამ უკვე შეძლო რამდენიმე ათეული მეზღვაურის დასაქმება როგორც თურქულ, ასევე ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. კომპანია დაასაქმებს ნებისმიერ მსურველს, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭებათ საზღვაო ცენტრ „ანრის“ კურსდამთავრებულებს. 

 

შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი“ ავტორიზებული და აკრედიტებული უმაღლესი საზღვაო სასწავლებელია, სადაც შეიძლება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაეუფლოთ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალობებს (საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა), ასევე III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალობებს (გემბანის მეზღვაური, სამანქანო განყოფილების მეზღვაური).

 

საზღვაო სასწავლო ცენტრ „ანრის“ სასწავლო პროგრამები ავტორიზებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

 

 

შპს „საზღვაო  სასწავლო ცენტრი  ანრის“ საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაა მეზღვაურების მომზადება-გადამზადება, სერტიფიცირება. შპს „სსც ანრის“ სასწავლო ცენტრი და საზღვაო პროგრამები აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

 

მეზღვაურთა მომზადება-გადამზადება-სერტიფიცირება ტარდება შესაბამისი სიმულატორების გამოყენებით.

 

ცენტრს გააჩნია რეალობასთან შესაბამისი შემდეგი სიმულატორები/ტრენაჟერები: კაპიტნის ხიდური, ხმელეთზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟერი, რადიოლოკაციური და ავტომატური რადიოლოკაციური ტრენაჟერი, სამაშველო კატარღები და ტივები, რეალური სამანქანო განყოფილება, ქიმიური ლაბორატორია, რეალური გემის მოდელი, სამაშველო ნავი, რომელიც აკეთებს მანევრირებას, აუზი და სხვა.

 

შპს „სსც ანრი“ სერტიფიცირებულია ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის IშO 9001:2008 შესაბამისად, ასევე გააჩნია IQNEთ-ის სერტიფიკატი.

 

 

შპს „სსც ანრი“ არის სრულუფლებიანი წევრი ისეთი საერთაშორისო საზღვაო ასოციაციების, როგორიცაა IASST და GLOBAL MET.

 

კომპანიას ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული სხვადასხვა კრუინგულ კომპანიებთან, რომელთა საშუალებით შესაძლებლობა აქვს წარჩინებული სტუდენტები გაატაროს საცურაო პრაქტიკაზე და დაასაქმოს შორეული ნაოსნობის გემებზე.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: