კვირის ამბები

47-სართულიანი შენობა ბათუმის ცენტრში

22.10.2013 • 3322
47-სართულიანი შენობა ბათუმის ცენტრში

 

 

მთლიანობაში რას მოიცავს პროექტი?

 

 „ბაბილონ თაუერის“  44 სართული იქნება მიწის ზემოთ, სამი სართული კი მიწის ქვემოთ განთავსდება. გათვალისწინებულია 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი.  იქნება ასევე სავაჭრო ცენტრი, როგორიც ამ დროისათვის საქართველოში არ არის. კომპლექსში შედის ღია და დახურული კაფეები, რესტორნები, გასართობი მოედანი და ატრაქციონი ბავშვებისთვის, აუზი.

 

 

როგორც  ვიცით  სასტუმროზე იყო საუბარი, თქვენ ამბობთ,  რომ ერთ სივრცეში იქნება როგორც საცხოვრებელი, ასევე სასტუმრო.

 

 

სასტუმრო ცალკე შენობაა. მთლიანობაში ორი შენობაა პროექტით გათვალისწინებული, ერთი ძირითადი და მეორე 14-სართულიანი შენობა, სადაც ოთხვარსკვლავიანი, ფეშენებელური, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო განთავსდება. 

 

რომელ ბრენდზეა საუბარი?

 

ჯერ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ, ამიტომ ვერ დაგისახელებთ.

 

მომსახურების სერვისში გაქირავების გარდა სხვა რა იგულისხმება?

 

შეიძლება ეს იყოს ბინის დალაგება, რაიმე გაფუჭებულის შეკეთება, რემონტი და ასე შემდეგ.

 

რამდენი ადამიანის დასაქმებას შეძლებს ეს კომპლექსი მომავალში?

 

კომპლექსის დასრულების შემდეგ ქალაქში ხუთასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

მშენებლობა წინასწარ გათვლილი ვადის მიხედვით მიდის?

 

დიახ, კარგად მივდივართ. მომავალი წლის ზაფხულში სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. შემდეგ ამას მოყვება სასტუმროს გახსნა. 2015 წლის ბოლოს მთლიანად დასრულდება პროექტი.

 

რამდენი საცხოვრებელი ბინაა პროექტით გათვალისწინებული?

 

421 ბინა იქნება სულ. კვადრატული მეტრის ფასი 2500 დოლარიდან იწყება 4500 დოლარია ზედა ზღვარი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაბარებთ ე.წ „შავ კარკასს“. ეს არის ყველაფერი, გარდა ავეჯისა. გარემონტებულ ბინაში შედიხარ. არავის მოუწევს სარემონტო სამუშაოების მსვლელობის მეზობლად ცხოვრება. ყველაფერი მოპირკეთებული დახვდება ბინის პატრონს.

 

მოთხოვნა არის? რამდენი ბინა არის ამ დროისთვის დაჯავშნული?

 

ოთხმოცდაათი.

 

ამ დროისათვის რა რაოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული?

 

14 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ამ წლის ბოლომდე, დღემდე შვიდი მილიონია დახარჯული. მთლიანობაში კი ინვესტორი 70 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: