სპორტი

ცურვის მწვრთნელები მოცურავეების გარეშე

31.05.2012 • • 2456
ცურვის მწვრთნელები მოცურავეების გარეშე

ავტორი: მირანდა მიქაძე

ცურვაში აჭარის ნაკრები გუნდი, რომელიც ეროვნულ შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობდა, წელიწადნახევრის წინ დაიშალა. მწვრთნელის, საშა ცინცაძის თქმით, გუნდის დაშლის მიზეზი უფულობა გახდა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მოცურავეები დიდ თანხას ითხოვდნენ, რისი დაფინანსებაც მათ არ შეეძლოთ.

ბათუმელი მოცურავეები, რომლებმაც შეიძლება შეჯიბრებებში კვლავ წარმატებით იასპარეზონ, აღარ არსებობენ. მწვრთნელები კი, ცურვას სასტუმროების აუზის მომხმარებლებს ასწავლიან.
მირანდა მიქაძე
საშა ცინცაძე, აჭარის ცურვის ფედერაციის გენერალური მდივანი:
– გუნდი წელიწადნახევრის წინ, უფინანსობის გამო დაიშალა. ნაკრების შენარჩუნებისთვის აუზი გვჭირდებოდა, სადაც ნაკრების წევრებს ვარჯიში უფასოდ შეეძლებოდათ. სასტუმრო „მარინაში“ არენდით ერთი საცურაო ბილიკი ავიღე, სადაც ცურვის შესწავლის მსურველ ბავშვებთან ერთად, რომლებიც თანხას იხდიდნენ, მოცურავეებს ვავარჯიშებდი. მაგრამ იმ ბავშვების ხარჯზე ნაკრებს დიდხანს ვერ შევინახავდი, ენთუზიაზმით შექმნილმა ნაკრებმა დიდხანს ვეღარ გაძლო.
– ქალაქ ბათუმის მერიას მიმართეთ?
– 3 წელია მერიაში დავდივარ. წერილი მქონდა დაწერილი, 20 ბავშვის შენახვას ვითხოვდი – წელიწადში 30 ათასი ლარი მჭირდება გუნდის შესანახად, თუ არ დამეხმარებით, ჩემი ძალებით ვეღარ ვწვდები და გუნდი დაიშლება-მეთქი. ასეც მოხდა… მითხრეს დიდი თანხაა, ვერ მოგცემთო. ფული არ მინდა, წყალი მინდა, ნაკრების ბავშვებმა უფასოდ რომ ივარჯიშონ. მერე წყალბურთის ფედერაციას მოუძებნეს სპონსორი, უფასო იყო და ჩემი მოსწავლეები, რომლებიც პერსპექტიულები იყვნენ, იქ გადავიყვანე…
– ნაკრების შექმნა როგორ მოახერხეთ?
– „ტონუს კლუბში“, სადაც პატარა აუზი იყო, სამი წელი ბავშვებს ცურვაში ვავარჯიშებდი. მაგ პერიოდში საქართველოში მკვდარი იყო ცურვა და ოფიციალური ტურნირები არ ტარდებოდა, საშობაო ერთდღიან ამხანაგურ ტურნირებზე დამყავდა ბავშვები. 2003 წელს კი, გორში საქართველოს ჩემპიონატი – „მხიარული დელფინი“ ჩატარდა, ყველას გაუკვირდა ბათუმიდან ბავშვები რომ ჩავიყვანე. აბსოლუტურ წონაში ორი საპრიზო ადგილი ავიღეთ, მერე სამი პირველი ადგილი. ჩვენ 5-6 საპრიზო ადგილის გარეშე ბათუმში არ ვბრუნდებოდით. შედეგები რომ გვქონდა, სამინისტროს დაფინანსება მოვთხოვე, მაგრამ მხოლოდ შეჯიბრებაზე წასვლის თანხას და გამარჯვებულებზე ფულად ჯილდოებს იძლეოდნენ.
– გქონდათ შემოთავაზება წყალბურთელები გევარჯიშებინათ, მაგრამ რადგან ბავშვებისთვის პარალელურად ცურვის შესწავლა არ ხერხდებოდა, წამოხვედით. ახლა რას აპირებთ?
– ახლა ნოლიდან უნდა დავიწყო ყველაფერი. დეპარტამენტი მპირდება სპონსორის მოძებნას. ახლა არც ვჩქარობ, „პლაზას“ აუზში ვმუშაობ და ბავშვებს ვაკვირდები, უნდა გადავხედო და ავარჩიო.
როცა ბავშვი ცურავს ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და სისხლის ადვილად მოძრაობს, კუნთები მაგრდება, ხერხემალიც თავისუფალია. საშუალება თუ არის, ბავშვმა 3 წელი მაინც უნდა იაროს ცურვაზე. სწავლობს სწორ, რითმულ სუნთქვას, ბრონქების კუნთები, ფილტვები მაგრდება. ყველაზე დიდი სენი ახლა არის ხერხემლის დაავადება – ოსტრეოჰონდროზი, რისი პირველი წამალიც წყალია. მშობლები ორჯერ მეტ ფულს წამლებში ხარჯავენ, 8-9 წლის ბავშვი აუზზე რომ ატარონ, ხერხემლის პრობლემა რამდენიმე წელი არ ექნება.
ბათუმის მერიის განათლებისა და სპორტის განყოფილების უფროსმა, ზურაბ უკლებამ საშა ცინცაძის განცხადება შეაფასა, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ:
„იქედან გამომდინარე შევჩერდით, რომ ძალიან დიდ თანხას ითხოვდნენ, თუ არ ვცდები 34 ათას ლარს წელიწადში. თან წლის ბოლოს მოგვმართეს და ამ სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ 35 ათასს ლარს ვერ ვნახავდით. საერთოდ, ნაკრები კითხვითი ნიშნით… აქ ლაპარაკი იყო 5-6 სპორტსმენზე, ნაკრებზე კი არა. 5-6 კაცზე, 35 ათასს ლარს ნორმალური ადამიანი არ დახარჯავდა. 35 ათასი ლარი, რომელიც „მარინაში“ იყო გადასახდელი, არ არის სრული ერთი პრობლემა, ამას დაემატებოდა სხვა ხარჯები – მისი წასვლა-წამოსვლა, ხელფასი და ა.შ. იმ მომენტში ეს თანხა ვერ გამოინახა.
თვითონ ფედერაცია უნდა იყოს ჩამოყალიბებული, გეგმა უნდა არსებობდეს, ჩვენთან ხო ჩამოყალიბდა წყალბურთის კლუბი? ხელბურთის კლუბი? – ჩამოყალიბდა. ვაძლევთ ფულს? -ვაძლევთ. აი, ასეთივე ფორმით უნდა ჩამოყალიბებულიყო ცურვა. შეიძლებოდა აუზზე ყოფილიყვნენ სამ საათიდან ხუთ საათამდე მოცურავეები, ხუთი საათიდან რვამდე წყალბურთელები. უბრალოდ, მიეცი რაღაც თანხა არ შეიძლება. რატო ახლა წარმოიშვა წლინახევრის ამბავი მე ეგ მაინტერესებს. ფედერაცია უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც მერიის კლუბი, უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, შემოვიდეს წინადადებით და მერე ეს საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
წყალბურთს აქვს ასევე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ „ოაზისი“ აღარ აძლევს აუზს და ამითი წყალბურთი ცუდ პოზიციაშიაა. ჩვენ არა გვაქვს საკუთარი აუზი, კერძოსთან საუბარი რთულია, ის თანხას ითხოვს. საშას ვუთხარი სასპორტო სკოლაში მწვრთნელად ემუშავა, ხელფასის პრობლემა მოეხსნებოდა, მაგრამ 35 ათასი რომ მოითხოვეს, მაგის ნიადაგზე ვეღარ მოხერხდა, თორემ მაგას ჩვენ ვაფორმებდით სპორტსკოლაში“.

გადაბეჭდვის წესი