სპორტი

ქართველი და კორეელი მწვრთნელების დაპირისპირება

30.05.2012 • • 1136
ქართველი და კორეელი მწვრთნელების დაპირისპირება

[slideshow]თამაზ ფუტკარაძე კორეელი მწვრთნელის წინააღმდეგ
ავტორი:მირანდა მიქაძე

10-17 ივლისს იტალიის ქალაქ ტორინოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მშვილდოსნებმა – ხათუნა ნარიმანიძემ და ქრისტინე ესებუამ ლონდონის ოლიმპიადის ინდივიდუალური ლიცენზია მოიპოვეს, გუნდური ლიცენზიები კი მხოლოდ ერთი საათით იზეიმეს. მასპინძლებთან გამარჯვებისთვის მშვილდის მიზანში გარტყმა საკმარისი არ აღმოჩნდა…

იტალიაში 88 ქვეყნის საუკეთესო მშვილდოსნები მსოფლიო ჩემპიონატის მედლებთან ერთად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებსაც უმიზნებდნენ. საქართველოსთვის მედლების მოპოვებას მხოლოდ ქალები – ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე და ქრისტინე ესებუა ცდილობდნენ. გუნდურ ასპარეზობაში 41 გუნდიდან საქართველოს ნაკრები მე-14 ადგილზე გავიდა და საუკეთესო 16 გუნდ შორის მოხვდა. ქართველ ქალებს ლონდონის ოლიმპიადამდე მასპინძლების დამარცხება აშორებდათ. ქართველი და იტალიელი მშვილდოსნების გუნდური დაპირისპირება დრამატულად წარიმართა. ძირითადი დრო თანაბარი ქულებით დასრულდა, დამატებით დროში კი ქართველმა მშვილდოსნებმა ხუთქულიანი სხვაობით – 27(10+8+9):22 (9+7+6) გაიმარჯვეს. მაგრამ იტალიელები ლონდონის ოლიმპიადასთან განშორებას ვერ შეეგუვენ და შედეგი გააპროტესტეს. ყველას გასაკვირად მსაჯებმა მასპინძლების პროტესტი 40 წუთის შემდეგ გაითვალისწინეს და დამატებითი სროლები დანიშნეს.

ხათუნა ნარიმანიძე, ოლიმპიადის სამგზის მონაწილე: “სამ სერიას ვიგებდით, მეოთხეში გავთანაბრდით, დამატებით სროლებში აღელვებულები ვიყავით და ისე დავიწყეთ სროლა. წამზომისთვის არ შეგვიხედავს, დრო ყოველთვის გვყოფნიდა. მე და ასმათმა რომ ვისროლეთ, ქრისტინეს სასროლად სამი წამი ჰქონდა დარჩენილი, თურმე მსაჯებს ტაბლოზე 60 წამის ნაცვლად 40 წამი დაუყენებიათ. ასეთი შეცდომა არასოდეს მომხდარა. მსაჯების შეცდომის გამო 20 წამი დაგვიმატეს, ქრისტინემაც 8-ში ისროლა და გავიმარჯვეთ, უზომოდ გახარებულები ვიყავით. 40 წუთის განმავლობაში ყველა გვილოცავდა ოლიმპიადის გუნდურ ლიცენზიას, ტაბლოზეც დაფიქსირდა ჩვენი მოგება. უკვე მერვედფინალში სასროლად ვემზადებოდით, იტალიელებმა კი მშვილდები დაშალეს. მე თვითონ დავინახე ტურნირის მე-3 ნომერი იტალიელი ვალიევა ტიროდა, როცა მოულოდნელად გვითხრეს, ისევ იტალიელებს უნდა შეეჯიბროთო.
მეხის გავარდნასავით იყო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, ვალდებულები ვიყავით… ფსიქოლოგიურად საშინლად იმოქმედა. უკანონოდ დანიშნულ დამატებით სროლებში შედეგი 25-25 დააფიქსირეს, მაგრამ რადგან იმათ 10-ში ჰქონდათ ნასროლი, გამარჯვებულად უკვე იტალიელები დასახელდნენ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი გამარჯვება მსოფლიო მშვილდოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა იტალიელმა მარიო სკანდელამ გააპროტესტა. როგორც ფილმებში ხდება, მოპოვებული გამარჯვება მაფიოზურად წაგვართვეს. ტურნირის მონაწილეები გვისამძიმრებდნენ. ჯერ კიდევ გვაქვს გუნდური ლიცენზიების დაბრუნების იმედი, მსოფლიო მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმაც დაგვაიმედა. გაპროტესტების ოქმზე ხელიც არაა მოწერილი, ასეთი საჩივარი განიხილეს”.

ქრისტინე ესებუამ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიასთან ერთად ინდივიდუალურ ჩათვლაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. “არ მჯეროდა მეორე ადგილზე რომ გავედი, შოკში ვიყავი. ეს გამარჯვება პირადი და კორეელი მწვრთნელების დამსახურებაა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, სექტემბერში შანხაიში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპზე ვიასპარეზებ”. – გვითხრა ქრისტინემ.

ქრისტინე ესებუასგან განსხვავებით კორეელი მწვრთნელით – ან ჰიუს სანით თამაზ ფუტკარაძეა უკმაყოფილო, რომელიც კორეელამდე 10 წლის განმავლობაში საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

თამაზ ფუტკარაძე, აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “10 წელი საქართველოს ნაკრებს ვამზადებდი, ახლა მშვილდოსნობის განვითარებისთვის 30 წლის კორეელი მწვრთნელი ჩამოიყვანეს, რომელსაც გამოცდილება არ აქვს და მწვრთნელად საქართველოში პირველად მუშაობს. შენიშვნები რომ მივეცი, მიხვდა მასზე მეტი ვიცოდი და ამიტომ სასტიკი წინააღმდეგია მასთან ერთად რომ ვიმუშაო. ანტალიაში მსოფლიო თასის ეტაპზე ჩემი თანხებით წავედი, აკრედიტაციაც გავიარე, რომ სროლის დროს ხათუნასთვის ზუსტი მითითებები მიმეცა. ან ჰიუს სანითიმ კი საჩივარი დაწერა. მე რომ არ დავხმარებოდი ხათუნას თავად დაჰპირდა დახმარებას, მაგრამ ისე გამოვიდა, არც ის დაეხმარა და არც მე მომცა საშუალება. ხათუნა კარგ ფორმაში იყო და მედლის აღების შანსი დააკარგვინა. ხათუნამ რომ ჰკითხა ასე რატომ მოიქეციო, უპასუხა _ არ ვიციო… ქრისტინე და ასმათი კორეელ მწვრთნელთან ვარჯიშობენ, ხათუნას ისევ მე ვამზადებ.
მსოფლიო ჩემპიონატის წინ იტალიაში საწვრთნო შეკრება ჩატარდა, ფედერაციის გადაწყვეტილებით მე იქ ვერ მოვხვდი. იტალიაში 3 ივლისს ოფიციალურ ვარჯიშზე ჩავედი და იქვე მომიხდა ისრების დაწებება და მშვილდის გასწორება, რის შემდეგაც ხათუნამ 1337 ქულა დააგროვა, მე-12 ადგილი დაიკავა და 1991 წელს ნატო ნასარიძის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა. ეს შედეგი რომ არ ყოფილიყო, საქართველო 16 გუნდ შორის ვერ მოხვდებოდა. ასმათ დიასამიძეს რაც შეეხება, შეკრებაზე ყველაზე კარგ შედეგებს აჩვენებდა, მაგრამ მას ან ჰიუს სანითიმ ოფიციალურ ვარჯიშზე ისრები შეუცვალა და შედეგმაც არ დააყოვნა, ასმათი 1275 ქულით 75-ე ადგილზე გავიდა, რამაც გუნდურ შედეგზეც იმოქმედა. მე როცა გუნდი კორეელს ჩავაბარე, მსოფლიო რეიტინგით მე-9 ადგილზე ვიყავით, ახლა მე-13-ზეა”.

ინდივიდუალურ ჩათვლაში ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიები ორმა – ქრისტინე ესებუამ და ხათუნა ნარიმანიძემ მოიპოვა, მაგრამ ქვეყნიდან მხოლოდ ერთმა უნდა იასპარეზოს. ქართველი ოლიმპიელის ვინაობას მსოფლიო მშვილდოსნობის ფედერაცია გადაწყვეტს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დააკვირდება ასპარეზობას.

გადაბეჭდვის წესი