სპორტი

ორი ვერცხლი და ბრინჯაო რუმინეთიდან

30.05.2012 • • 1458
ორი ვერცხლი და ბრინჯაო რუმინეთიდან

[slideshow]ავტორი: მირანდა მიქაძე

ბათუმელმა ფალავანმა ქემალ ხარაბაძემ(60კგ. მწვრთნელი – ლევან შავაძე) გუშინ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქემალმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში შვეიცარიელი ნიკლას ამნემო დაამარცხა. 20 წლის ქემალ ხარაბაძემ ერთი თვის წინ გივი კარტოზიას სახელობის ტურნირზე (სენიორები)ასევე მესამე ადგილი დაიკავა, მაშინ მას ტურნირის აღმოჩენაც უწოდეს.

ოქროს მედლის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ ზურაბ დათუნაშვილსა და (74 კგ)სანდრო დიხამინჯიას(96 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ. დათუნაშვილი ფინალში რაფიკ მანუკიანთან დამარცხდა, დიხამინჯია კი ისლამ მაგომედოვთან.

დღეს რუმინულ ხალიჩაზე ამირან შავაძე (55 კგ), საჩინო დავითაია (66 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) იჭიდავებენ.

გადაბეჭდვის წესი