სპორტი

მწვრთნელის გასაჭირი

30.05.2012 • • 1812
მწვრთნელის გასაჭირი

[slideshow]ავტორი: მირანდა მიქაძე

12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მესამედ ბათუმელმა მოჭადრაკემ – ირაკლი ახვლედიანმა მოიპოვა. 14-22 ივნისს თბილისში გამართულ ტურნირში 50 მოჭადრაკე მონაწილეობდა, სადაც ირაკლიმ 9 ტურიდან 7.5 ქულა მოაგროვა და ტიტულთან ერთად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზურიც, რომელიც სექტემბერში ბულგარეთში გაიმართება.
ირაკლი 2008 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. მას 6 წლიდან ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი ავარჯიშებს. მწვრთნელის თქმით, ირაკლის წელსაც აქვს შესაძლებლობა, ევროპაზე წარმატებით იასპარეზოს. ლეონიდ ნეურონოვი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და უხვტიტულიანი მწვრთნელია, მისი მოსწავლეების მონაგარია: სამჯერ მსოფლიო ჩემპიონისა და თოთხმეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვთ ათი სხვადასხვა სინჯის (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) მედალი, საქართველოში კი – ოცდახუთი (ვერცხლისა, ბრინჯაოს) მედალი.

ლეონიდ ნეურონოვს 27-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. ამჟამად მწვრთნელის მთავარი პრობლემა დაბალი ხელფასია. ჭადრაკის სპეციფიკიდან გამომდინარე, შედეგზე ორიენტირებულ მოჭადრაკეს დღეში მინიმუმ 3-4 საათით მაინც სჭირდება პერსონალური მეცადინეობა, ზოგ მათგანს უფასოდაც ამეცადინებს. ხარჯი დიდია, მწვრთნელი, რომელიც 250 ლარს იღებს ხელფასს, ყოველ თვეში ახალ წიგნებს ყიდულობს მოსწავლეებისთვის, სიახლეს რომ არ ჩამორჩნენ. ერთი ასეთი წიგნი 25-30 ევრო ღირს. მწვრთნელს სჭირდება კომპიუტერიც, თუმცა მისი ხელფასით კომპიუტერის შეძენა შეუძლებელია.

ეონიდ ნეურონოვი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი: “21-ე საუკუნეში კომპიუტერის გარეშე არც ერთი წარმატებული მწვრთნელი არ მუშაობს, ალბათ ერთადერთი ვარ, ვისაც კომპიუტერი არ მაქვს, მაგრამ ჩემი მოსწავლეები წარმატებას მაინც აღწევენ. 12 წლის ბავშვი როცა კომპიუტერთან დიდხანს ზის, იღლება და მისი მუშაობა ნაკლებად ნაყოფიერია. ინფორმაცია მწვრთნელმა უნდა მოიძიოს და უნდა მიაწოდოს მოსწავლეს სასწავლად. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში ახალდანიშნული ხელმძღვანელების იმედი მაქვს. შედეგები მქონდა და მექნება, თუ კომპიუტერის პრობლემას მომიგვარებენ, ძალიან მადლობელი ვიქნები. ასევე კარგი იქნებოდა, ხელფასი იყოს დამსახურების მიხედვით, ქუთაისის მერია საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელებს დამატებით 100 ლარს აძლევს, თბილისში საშუალო ხელფასი 800 ლარია, მე კი ხელზე 250 ლარს ვიღებ. ყველა ბავშთან ინდივიდუალური მეცადინეობაა საჭირო, ზოგს დღეში ორჯერ – დილით და საღამოს ვიბარებ. ჭადრაკი ეგოისტური სპორტია, მთელი გული და სული თუ არ ჩადე, შედეგი არ იქნება. არანორმალური შრომაა საჭირო, სხვანაირად შედეგს ვერ მიაღწევ.”

გადაბეჭდვის წესი