მოჭიდავეები პოლონური ხალიჩისთვის ემზადებიან

მოჭიდავეები-პოლონური-ხალ

ლაშა გობაძე, მარად ზოიძე, ედნარ შავაძე

   ავტორი: მირანდა მიქაძე             

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ფალავნები 9-14 აგვისტოს პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ათი წონითი კატეგორიიდან, მწვრთნელის ლევან შავაძის ინფორმაციით, პოლონურ ხალიჩაზე აჭარის ნაკრების მინიმუმ ხუთი წევრი იასპარეზებს.
 
მოჭიდავეებს თბილისში გამგზავრებამდე დარბაზში ვესტუმრე, სანაპიროზე სირბილის შემდეგ ტექნიკისა და ტაქტიკის დახვეწაზე ვარჯიშობდნენ. 16-17 წლის ბიჭები ყოველდღიურად დღეში ორჯერ ვარჯიშობენ, მათი მთავარი საფიქრალი ვარჯიში, სწორი კვება და დასვენებაა. ბათუმელი ფალავნები ჯერ პატარები არიან, მაგრამ მიზანი უკვე აქვთ ჩამოყალიბებული, ისინი ოლიმპიურ კვარცხლბეკს უმიზნებენ.

„წასაგებად შეჯიბრზე არც ერთი სპორტსმენი არ მიდის, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, – ამბობს 17 წლის ლაშა გობაძე. ლაშა შარშან ევროპის მესამე პრიზიორი გახდა.

შარშან 16 წლის ედნარ შავაძეც ევროპის მესამე პრიზიორი გახდა. “ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად ვემზადებოდი, მზად ვარ, ჩემი სამშობლო ვასახელო“, – ამბობს ედნარ შავაძე.

15 წლის რამაზ ზოიძეს კი მსგავს დიდ ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს: “ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიასპარეზებ, შემართებით მივდივარ, შევეცდები ჩემი ქვეყანა, ჩემი რეგიონი ვასახელო, გამარჯვების იმედი მაქვს.  მხოლოდ 8 წელია ვჭიდაობ, წელს კი საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ჩემი მიზანია წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდე, მიზანს აუცილებლად მივაღწევ!”

აჭარის ნაკრების წევრები განსაკუთრებით წარმატებულები არიან ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ახალგაზრდებში მოასპარეზე ქემალ ხარაბაძემ (60კგ. მწვრთნელი _ ლევან შავაძე) რამდენიმე დღის წინ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქემალმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში შვეიცარიელი მეტოქე ნიკლას ამნემო დაამარცხა. 20 წლის ქემალ ხარაბაძემ ერთი თვის წინ გივი კარტოზიას სახელობის ტურნირზე (სენიორები) ასევე მესამე ადგილი დაიკავა, მაშინ მას ტურნირის აღმოჩენაც უწოდეს.

რაულ თავართქილაძე, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: “ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებში ნახევარზე მეტი აჭარის ნაკრების წევრები არიან. ეს ჩვენი მწვრთნელების დამსახურებაა, მათი თავდაუზოგავი შრომით აჭარას ძლიერი და ტიტულოვანი მოჭიდავეები ჰყავს.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ მარტინეტიმ, რომელიც ბათუმში პლაჟის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ჩამოსული, თქვა, რომ მდიდარი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნავთობი და გაზი, უამრავ ფულს ხარჯავენ ჭიდაობის განვითარებისთვის. საქართველო კი არის ქვეყანა, რომელსაც ბუნებამ უბოძა ჭიდაობის ნიჭი. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩვენი მხარდაჭერისთვის. 2013 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება სენიორებში, ეს დიდი სპორტული მოვლენაა. მარტინეტი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას ბათუმშიც დაგვპირდა, რომელიც ფილას კალენდარში ჩაისმება”.

ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეკრებაზე მოჭიდავეები თბილისში იმყოფებიან, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, ვინ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. ამჟამად ნაკრებთან ირაკლი შავაძე (42კგ), მარად ზოიძე (42კგ), გიზო მელაძე (42კგ), ლეონი ხოზრევანიძე (46კგ), ედნარ შავაძე (50კგ), გია ბილვანიძე (50კგ), შმაგი ბოლქვაძე (58კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (69კგ), ლაშა გობაძე (76კგ) და გელა ბოლქვაძე (58კგ) ვარჯიშობენ.

ლევან შავაძე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აჭარის კადეტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “შარშან საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი აიღო, აქედან 4 აჭარის ნაკრების წევრებმა მოიპოვეს და საქართველო გუნდურ მეორე ადგილზე გავიდა. წელსაც ველოდები მედლებს, მაგრამ წინასწარ პროგნოზის გაკეთება არ მიყვარს. მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობდა, ბიჭები კარგ ფორმაში არიან…”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge