სპორტი

ინტერვიუ მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონთან

30.05.2012 • • 1773
ინტერვიუ მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონთან

მამუკა კორძაია და ჯემალ კილაძე

ავტორი:  მირადა მიქაძე

კანადელი, იაპონელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ბათუმელმა ფალავანმა მამუკა კორძაიამ (96 კგ) ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.  მსოფლიო ვიცე-ჩემპიონმა “ბათუმელებთან” მოჭიდავის  რთულ, მაგრამ სასიამოვნო ცხოვრების რეჟიმზე ისაუბრა…

–კარგ ფორმაში ვიყავი, გამარჯვების განწყობა მქონდა, უნდა მომეგო! ჩემს თავს არ ვაპატიებდი, ფინალამდე რომ  წამეგო. დიდი შრომა იყო ჩადებული და, საბედნიეროდ,  ტყუილად არ გვიშრომია. ღმერთის დახმარებით შევძელი გამარჯვება. ფინალში ირანელ სპორტსმენთან, ჰამედ დელავარ ტალებიზარინკამარისთან არ უნდა წამეგო, მსაჯებმა პირველ პერიოდში მოგება არ ჩამითვალეს… მაგრამ დამარცხებას მაინც ყოველთვის საკუთარ თავს ვაბრალებ.

–თქვენი მიღწევებიდან რომელს გამოყოფდით?

–საქართველოს მრავალგზის პრიზიორი ვარ, კადეტებში ევროპის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი. წელს საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე კარგად ვიასპარეზე – ბაქოში მეორე ადგილზე გავედი.  ირანელ სპორტსმენთან ისევ მსაჯების გამო დავმარცხდი. განსაკუთრებით გამოვყოფ 2008 წელს, როცა  ევროპის ჩემპიონი გავხდი, ფინალი 7 წამში მოვიგე. მინდა გავხდე დიდი სპორტსმენი, ვასახელო საქართველო და რაც მთავარია, ოლიმპიური ჩემპიონობა მინდა.

–თქვენი ყოველდღიური რეჟიმი როგორია?

– დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, ძილი, ისევ ვარჯიში, დასვენება, ცხოვრების ასეთ სტილს უკვე შეგუებული ვარ. ოჯახიც ხელს მიწყობს. მსოფლიო ჩემპიონატამდე დავოჯახდი. მეუღლემ მზადების მძიმე და რთული პერიოდი გამიხალისა და ძალა შემმატა. ეს გამარჯვებაც მას მივუძღვენი.

–როგორ დაიწყეთ ჭიდაობა?

–ჭიდაობის შესახებ 2000 წელს მეგობრისგან გავიგე, მეც დავინტერესდი და სავარჯიშო დარბაზში მივედი. მახსოვს, ყველა მიგებდა, ამის გამო “ჟილკა” მომეცა და მიზნად დავისახე ძლიერი მოჭიდავე გავმხდარიყავი. 4 წელი თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და 2004 წელს ჩემმა პირველმა მწვრთნელმა, ჯამბულ აფხაზავამ, საქართველოს ჩემპიონატზე მაჭიდავა, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. მაშინ დავრწმუნდი, რომ დიდი ჭიდაობა შემეძლო…

–რომ არა ჭიდაობა…

–ვიქნებოდი ჩვეულებრივი, ნახევრად ჯანმრთელი ადამიანი.  სპორტმა ყველაფერი შემმატა – ჯანმრთელობა, ხალისი და რაც მთავარია, მიზანი მაქვს დასახული, რისთვისაც ვიბრძვი…

– ჭიდაობის გამო ცხოვრებაში რისი დათმობა მოგიხდათ?

– მეოთხე კლასამდე სკოლაში ხუთოსანი ვიყავი, სპორტში რომ ჩავერთე, ყველაფერი მივატოვე, მეგობრებსაც იშვიათად ვნახულობდი, მაგის შემდეგ არც ქორწილი ვიცი და არც დაბადების დღე. სულ რეჟიმში ვარ, ერთი დღეც არ გამიცდენია ვარჯიში.

–ვის მიუძღვის წვლილი თქვენს წარმატებაში?

–პირველ რიგში, ჩემს ოჯახს. ადრე შეჯიბრებებზე არ გვაფინანსებდნენ და ჩვენი ხარჯებით უნდა წავსულიყავით. ოჯახში ფინანსურად გვიჭირდა, მაგრამ მამაჩემი მაინც ყველაფერს აკეთებდა, შეჯიბრებებზე რომ მეჭიდავა.

ბევრმა მიატოვა ჭიდაობა, ალბათ მეც დავანებებდი თავს, მაგრამ ეს სპორტი გულით და სულით ჩემმა გარდაცვლილმა მწვრთნელმა, ჯამბულ აფხაზავამ შემაყვარა. 8 წელი თავდაუზოგავად მავარჯიშებდა და კადეტებში ევროპის ჩემპიონი გამხადა, მერე უკვე ჭიდაობა სისხლში და ხორცში გამიჯდა… ახლა სამი წელია ჯემალ კილაძე მავარჯიშებს, ხელს მიწყობს. ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი, 100 ლარი მქონდა ხელფასი. ჯემალის მონდომებით დამატებითი ხელფასი დამინიშნეს, შეჯიბრებებზე მივყავდი და მპატრონობდა.

ჯემალ კილაძე, აჭარის ნაკრების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მთავარი მწვრთნელი: “გამარჯვება ის იქნებოდა, ჩემპიონი რომ გამხდარიყო, 18 წუთის განმავლობაში საქართველოს ჭიდაობის გენერალურ მდივანს, მალხაზ ჯორბენაძეს ტელეფონით ველაპარაკებოდი. ყველა წამს და მომენტს შევიგრძნობდი, თითქოს იქ ვიყავი. ჯობდა, არ დამერეკა… ჩემი აზრით, დროზე ადრე იზეიმა ჩემპიონობა, დარწმუნებული იყო, მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა, რამაც ხელი შეუშალა. პირველსა და მეორე ადგილს შორის ერთი ნაბიჯია, მაგრამ პროფესიონალური თვალსაზრისით განსხვავება ძალიან დიდია. გულშემატკივრისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის,  რა თქმა უნდა, მეორე ადგილიც სასიხარულოა”

გადაბეჭდვის წესი