სპორტი

ველობილიკი ოლიმპიადამდე

30.05.2012 • • 1573
ველობილიკი ოლიმპიადამდე

ავტორი: მირანდა მიქაძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

24 წლის ველომრბოლელი გიორგი ნადირაძე, რომელიც საქართველოს 14-გზის ჩემპიონია, ყოველდღე მწვანე კონცხისა და ციხისძირის გზაზე ვარჯიშობს. ის ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადება.

“გიორგი ერთ ვარჯიშზე 5 კილოს იკლებს და ორგანიზმმა ძალები სწორი კვებითა და ვიტამინებით უნდა აღიდგინოს. წელიწადში 4 ათასი ლარის ვიტამინი გვჭირდება, მაგრამ ოთხას ლარს ძლივს ვშოულობთ. თუ რამე დაგვრჩა დასალომბარდებელი, ვალომბარდებთ…~ _ ამბობს გიორგის მწვრთნელი ჯონი ცივაძე, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვრიდან აჭარის ველოსპორტის ფედერაციას ჩაუდგა სათავეში, თუმცა ფედერაციას ბიუჯეტიდან დაფინანსება არ აქვს.

`ველოსპორტის ფედერაციაში, წელს პრეზიდენტად რომ ამირჩიეს, ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო, ამიტომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში. არაფრისაგან ვარსებობთ, იმედი გვაქვს, რომ მოგვხედავენ. თურქეთის ველოსპორტის ფედერაცია 20 მილიონ ხუთასი ათასით ფინანსდება, აჭარის ფედერაცია კი _ ნული თეთრით! 3-4 წელია ასეთი მდგომარეობაა. ვფიქრობ, ბიუჯეტი ფედერაციებზე უსამართლოდაა გადანაწილებული~, _ ამბობს ჯონი ცივაძე.

[slideshow]ბათუმში არც ველოსპორტის ბაზა არსებობს, ერთადერთი სექცია ქობულეთის სასპორტო სკოლაშია.

`ბავშვებს ქობულეთში 15-20 წლის წინანდელი, გატეხილი და `დასვარკული~ ველოსიპედებით ვავარჯიშებთ. ორი თვის წინ მოყვარულთა შორის შეჯიბრი ჩავატარე და 150 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოჩნდა, რომ ხალხს სურვილი აქვს ამ სპორტის განვითარების. მინდა ქობულეთში გაკეთდეს ველოსპორტის ბაზა, ასევე, ბათუმში გაიხსნას ველოსპორტის სექცია. ვაპირებ უნივერსიტეტში გავხსნა კლუბი, პროგრამა დაწერილი მაქვს, ბიუჯეტის კორექტირებას ველოდები.

ბათუმში ველოსპორტის განვითარებისთვის ათი ცალი 500-700-ლარიანი  უბრალო ველოსიპედი და მინიმალური თანხაა საჭირო, მწვრთნელებმა ვარჯიშებზე რომ იარონ. სულ ამაზე ვსაუბრობ და მპირდებიან. ალბათ, ბოლოს და ბოლოს მომაქცევენ ყურადღებას! მაგრამ მე უფრო სხვა რაღაცის იმედი მაქვს: ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ  ჩვენი ქვეყანა ველოსპორტის მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრებს ადგილს და ჩემი ძველი მეგობრების _ მსოფლიოსა და ევროპის, ოლიმპიური ჩემპიონების დახმარებით, როგორც განვითარებად კუთხეს, ველოსიპედები და  სათადარიგო ნაწილები გადმოგვეცემა~.

ჯონი ცივაძის თქმით, აჭარაში საერთაშორისო ტურნირების ჩატარების პოტენციალი არის და ველოსპორტის განვითარების შემთხვევაში, ბათუმში უამრავი ტურისტი ჩამოვა.

`ნომერ პირველ ტურისტულ კუთხეთ ითვლება ქალაქი, სადაც ველოსპორტია განვითარებული. ველოსპორტი ხელს უწყობს ხერხემლის, მთელი სხეულისა და  გულსისხლძარღვთა სისტემის განვითარებას. ასევე, ადამიანის ტვინის უჯრედები ამ დროს მობილიზებულია, სხეულიც და გონებაც ერთდროულად მუშაობს. მწვანე კონცხის აღმართი სავარჯიშოდ შესანიშნავი ადგილია. ამ ტრასაზე მსოფლიო ჩემპიონატიც შეიძლება ჩატარდეს. ეს მიტოვებული შენობა, რომელიც უფუნქციოდ არის, ველოსპორტის ფედერაციას რომ გადმოეცეს, საშხაპეებს, გასახდელებს გავაკეთებთ და ბავშვები აქვე ივარჯიშებდნენ. ამას წინათ შევნიშნე ერთ-ერთი ადგილობრივი ბავშვი, რომელიც თავისთვის სეირნობდა, ველოსიპედის საჯდომზე ფეხებით დადგა და რთულ, მისსავე მოფიქრებულ ილეთებს აკეთებდა. საცოდაობა არ არის, ასეთი ბავშვები ველოსპორტით რომ არ არიან დაკავებულები? ელემენტარული თანადგომა თუ მექნება, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც 2015 წელს თბილისში გაიმართება, აჭარის რეგიონის წარმომადგენელმა შესაძლოა მედალიც აიღოს!~ _ ამბობს პირველი ქართველი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი საგზაო ველორბოლაში და ველოტრეკზე, ასევე, საგზაო ველორბოლაში ევროპის 1983-1984 წლების მთის საუკეთესო მრბოლელი, ე.წ. `მთის მეფე~ ჯონი ცივაძე, რომელიც უკვე ერთი წელია ავარჯიშებს გიორგი ნადირაძეს.

ჯონი ცივაძე, აჭარის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი: `ყველაზე ძნელი აღმართზე სიარულია, გიორგი კი აღმართებზე კარგად დადის და ამით გვინდა ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო ველოსპორტის ისტორიაში. აღმართების, ანუ `მთის მეფე~ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულზე უფრო ღირებულია. გიორგის აქვს შესაძლებლობა, ეს ტიტული მოიპოვოს. ციხისძირისა და მწვანე კონცხის აღმართებზე 14-ჯერ ადის და ჩამოდის, არაადამიანურ დატვირთვას უძლებს, 14-ჯერ გულისცემა 200-ზე ზევით ადის და ის, რომ ოლიმპიადას უმიზნებს, ასეთი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

საერთოდ, საგზატკეცილო ველოსპორტმა ექსტრემალურობით, გამძლეობით, ალპინიზმსაც გადაუსწრო. გიორგის 5 ათას დოლარიანი ველოსიპედი აქვს, რომელიც ყველაზე დაბალი დონის ველოსიპედად ითვლება. მთავრობა ლიცენზიის მიღების შემდეგ შეგვპირდა, 15 ათას ევროდ ღირებული ველოსიპედის შეძენას, მაგრამ მანამდეც ხომ გვჭირდება?! თუ ვინმეს გული შესტკივა, მინდა ვთხოვო, რომ გიორგის ნორმალური ველოსიპედის შეძენაში დაეხმაროს. ჰოლანდიელ ველომრბოლელს, მსოფლიო ჩემპიონს, ტეო ბოსს ქვეყანამ პეკინის ოლიმპიადისთვის ჩინეთში მილიონ ხუთასი ათასად შეფასებული ველოსიპედი დაუმზადა. ასეთი დაფინანსებით კი, რაც ჩვენ გვაქვს, გიორგიმ წარმოუდგენელი შეძლო. ერთხელ დაგვეხმარნენ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე რეზო ხარაზი და რატი მეგრელიძე…“

2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, საგზატკეცილო ველორბოლაში სულ 145 ლიცენზია თამაშდება. 145 მონაწილიდან გიორგი ქულებით 68-ე ადგილზეა. სალიცენზიო ფანჯარა კი მაისში დაიხურება. მანამდე, გიორგი `ვიქტორიას~ (23-28 აგვისტოს) და `ალანიას~ (8-11 სექტემბერს) სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზებს, სადაც ქულების გაუმჯობესებას შეეცდება. ამ ტურნირების შემდეგ ის და მისი მწვრთნელი არჩევანს მსოფლიო ჩემპიონატსა და ორ სალიცენზიო ტურნირს შორის გააკეთებენ.

გიორგი ნადირაძე, ველომრბოლელი: `ველოსპორტით 12 წლის ასაკში დავინტერესდი. ბავშვობიდან მომწონდა სპორტის ეს სახეობა. თანდათან უფრო მეტად დამაინტერესა. ახლა ოლიმპიადისთვის ვაგროვებ ქულებს. ტრასაზე, აღმართებსა და დაღმართებზე ვვარჯიშობ. იგივე მომზადებას გავდივარ, რაც შეჯიბრების დროსაა საჭირო. სპორტულ რეჟიმში ვარ და მთელ დროს სპორტს ვუთმობ. ჯერჯერობით, ფინანსურად უფრო მეტი ხარჯია, ვიდრე _ შემოსავალი, მაგრამ როგორც სპორტში ხდება, დიდ წარმატებებთან ერთად ანაზღაურებაც იქნება…~

გადაბეჭდვის წესი