სპორტი

დეტალები ბათუმში გამართული რალის შესახეს

30.05.2012 • • 1676
დეტალები ბათუმში გამართული რალის შესახეს

[slideshow]2-3 ივლისს ბათუმში, შეიხ-ნახაიანის ქუჩაზე, აჭარის რეგიონალურ საავტომობილო ფედერაციამ მოყვარულთა რბოლა (ჩქაროსნული სლალომი) გამართა. პირველ დღეს რბოლაში მონაწილეობა 18-მა მოყვარულმა და 2-მა პროფესიონალმა მრბოლელმა მიიღო. ყველა მძღოლი მამაკაცი იყო.

პირველ დღეს რეგისტრაციაცა და შემდეგ შეჯიბრიც გამოცხადებულზე გაცილებით გვიან დაიწყო. ორგანიზატორები მაყურებლებს უხსნიდნენ, რომ სახანძრო მანქანისა და პოლიციის მოსვლის გარეშე შეჯიბრს ვერ დაიწყებდნენ. რბოლის მოყვარულები კი, ამ შემთხვევაში, ძირითადად ბიჭები, ჯიუტად არ იცვლიდნენ ფეხს და მზის გულზე თითქმის ორ საათს ელოდნენ შეჯიბრის დაწყებას.
რეგისტრაცია 2 ივნისს 20-მა მოყვარულმა მძღოლმა გაიარა, მათ შორის მხოლოდ ორი იყო პროფესიონალი მრბოლელი – სულხან თურმანიძე და არმაზ ბოლქვაძე. აჭარის რეგიონული საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელის, იური ლომთათიძის ინფორმაციით, “ამ ორმა პროფესიონალმა რბოლის დასაწყისში წრიულ რბოლაში სანახაობა იმისთვის გამართა, რომ მაყურებელს მაქსიმალური სიამოვნება მიეღო.”
იური ლომთათიძის ინფორმაციით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ ღონისძიების გამართვის მიზნით 600 ლარი გამოყო. სწორედ ამ თანხით შეიძინეს გამარჯვებული მრბოლელებისთვის საჩუქრები.
“მობეზრდათ თასები, ამიტომ წელს გადავწყვიტეთ სუვენირები ვაჩუქოთ. ყველაზე ძვირფას, 120-ლარიან სუვენირს პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს.” – ამბობს იური ლომთათიძე.
რბოლაში მონაწილეობის უფლება მისცეს ყველას, ვისაც ჰქონდა მართვის მოწმობა და ავტორბოლის ტექნიკური პასპორტი. ავტომობილის მარკისთვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ. იური ლომთათიძე ამას იმით ხსნის, რომ რბოლა მოყვარულებს შორის იმართებოდა: “აბა, ისე რბოლა ძალიან ძვირადღირებული სპორტია – საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა რომ მიიღო, მინიმუმ 20-ათასიანი მანქანა უნდა გყავდეს, ევროპაზე კი 60-ათას დოლარიანი.”
2 ივლისს გამართულ რბოლაში პირველ ადგილზე ვახტანგ მუკუტაძე გავიდა, რომელიც “მიცუბიშით” ასპარეზობდა. მეორე-მესამე ადგილები პროფესიონალმა მრბოლელებმა _ სულხან თურმანიძემ და არმაზ ბოლქვაძემ გაიყვეს.

ამ შეჯიბრს ჰყავდა სპონსორიც – მამაკაცის პარფიმერიული კომპანია – ფაბერლიც-ი. საუკეთესო სამეულს დიპლომები, მედლები და ფულადი საჩუქრები სწორედ განათლების სამინისტროსა და ფაბერლიც-ის ფინანსური მხარდაჭერით გადასცეს.
აჭარის საავტომობილო ფედერაცია მსგავს შეჯიბრს წელიწადში 18-ჯერ ატარებს. ამ ფედერაციის წლიური ბიუჯეტი 7 ათასი ლარია.
მსგავსი შეჯიბრების მიზანია, რაც შეიძლება ამაღლდეს მოქალაქეების ავტომანქანის მართვის ოსტატობა.

“გაზეთი ბათუმელები”

გადაბეჭდვის წესი