სპორტი

არჩილ თურმანიძის პოლონური ვერცხლი

30.05.2012 • • 1155
არჩილ თურმანიძის პოლონური ვერცხლი

ავტორი: მირანდა მიქაძე

არჩილ თურმანიძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალები პოლონურ ხალიჩაზე მოსინჯა. ვლადისლავ პეტლიასინსკის მემორიალი ქართველი ფალავნებისათვის სექტემბერში თურქეთის ქალაქ სტამბულში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოლო სასტარტო შეჯიბრება იყო. ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ნაკრები ნაწილობრივ დაკომპლექტდება.

მთავარ მწვრთნელს _ ბეგი დარჩიას შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ, სავარაუდოდ, 66კგ-ში ბათუმელი ფალავანი, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი არჩილ თურმანიძე იასპარეზებს, რომელმაც პოლონეთში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

არჩილმა თურქ მეტოქესთან, ატაკალ იუქსელთან 8:0 გაიმარჯვა, გერმანელ კრისტიან ფეტზერტან 13:0, თურქ გუნა აბდუსამეტთან კი _ 10:1. მან არც მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ყირგიზი კანატბეგ ბეგალიევი დაინდო. პირველ პერიოდში 3:0 მოუგო, მეორეში

–8:0. ფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ამბაკო ვაჩაძესთან 3:0; 2:0. დამარცხდა.

ამჟამად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ბელორუსიის დედაქალაქში იმყოფებიან შეკრებაზე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის  დუშეთში  ემზადებიან.

გადაბეჭდვის წესი