სპორტი

“ოლიმპიადის ლიცენზიებსაც ავიღებთ”

30.05.2012 • • 1273
“ოლიმპიადის ლიცენზიებსაც ავიღებთ”

[slideshow]

გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის “ოქროს გრან-პრის” საერთაშორისო  ტურნირში საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჯამში 26 მედალი _ 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 14 ბრინჯაო მოიპოვეს. აჭარის ნაკრების ანგარიშზე კი მარად აბულაძის (66კგ.) ვერცხლი, მუხრან მაჭუტაძის (66კგ.), ქემალ ხარაბაძისა (60კგ.) და მალხაზ ზარქუას (60კგ.) ბრინჯაოს მედლებია.

მირანდა მიქაძე

ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას სახელობის ტურნირს 10-12 ივნისს ტრადიციულად თბილისმა უმასპინძლა, სადაც 14 ქვეყნის 200-მდე ფალავანმა იასპარეზა. ოლიმპიური ჩემპიონების ტურნირს მეორე წელია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ “ოქროს გრან-პრის”  წოდება მიანიჭა და ამიტომაც ეს ტურნირი ბაქოში ჩასატარებელი ფინალური გრან-პრის (8-10 ივლისი) შესარჩევ ეტაპადაც მიიჩნევა. ამ ტურნირზე ნაჩვენებმა შედეგებმა შესაძლოა 15-18 სექტემბერს თურქეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი საქართველოს ნაკრები გუნდის დაკომპლექტებაზეც იქონიოს გავლენა, სადაც  ყველა წონითი კატეგორიის ხუთეულში გასული ფალავანი ოლიმპიადის ლიცენზიებს მოიპოვებს.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში აჭარის ნაკრებიდან ერთადერთი მედალი 2010 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონმა მალხაზ ზარქუამ (60კგ. მწვთნელი ჯემალ კილაძე) მოიპოვა, რომელმაც ფინალში 2009 წლის ევროპის პრიზიორი მალხაზ ქურდიანი დაამარცხა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში აჭარის ნაკრები შედარებით უხვმედლიანობით გამოირჩევა. 66კგ-ში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მარად აბულაძემ (მწვრთნელები: ვახტანგ მეხეშიძე, ვაჟა კრავეიშვილი) სამი თანამემამულე _ უჩა შავაძე, ლაშა ლოლაშვილი და არჩილ თურმანიძე დაამარცხა, მაგრამ ფინალში ჩემპიონობა ირანელ ომიდ ნოროზთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.  ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ხვდა ორგზის ოლიმპიადის მონაწილეს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, 32 წლის ვეტერან მოჭიდავეს, მუხრან მაჭუტაძეს (მწვრთნელი ლადო ადეიშვილი).

60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი შთამბეჭდავი ილეთით ახალგაზრდებში მოასპარეზე 20 წლის ქემალ ხარაბაძემ (მწვრთნელი ლევან შავაძე) მოიპოვა, მეტოქე ჯერ ბეჭებზე დასცა, შემდეგ კი სუფთაზე დააწვინა.

ქემალ ხარაბაძე: “რომ არა ის ილეთი, ალბათ გამიჭირდებოდა მოგება, რადგან ევროპის მესამე პრიზიორს ვხდებოდი. ძალიან გამიხარდა გამარჯვება, უფროს ასაკში პირველად ვიასპარეზე და გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი”.

 “ძლიერი შემადგენლობა იყო, და ასეთ შედეგი მოულოდნელი იყო. ქემალი ამ შეჯიბრზე დებიუტანტი იყო, რამაც ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედა. თურქმა 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი ირანელი დაამარცხა, თურქს კი ქემალმა მოუგო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში წარბი ხელმეორედ გაუსკდა, თამაში შეჩერდა, წარბი დაუწამლეს  და ხალიჩაზე რომ გავიდა, 8 წამში მეტოქეს სუფთაზე მოუგო. ასეთი ტექნიკური, დახვეწილი და ეფექტური ილეთი ტურნირის განმავლობაში არ გაკეთებულა. ახლა ქემალი საქართველოს ახალგაზრდა ნაკრებთან ერთად დუშეთშია შეკრებაზე, ივლისში გასამართ მსოფლიოს ახლგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება. მებრძოლი, პერსპექტიული და ჭკვიანი სპორტსმენია”. -აღნიშნა ქემალის მწვრთნელმა ლევან შავაძემ.

66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს რამდენიმე ძლიერი ფალავანი ჰყავს, ამიტომ შესაძლებელია ქემალ ხარაბაძემ დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე 55კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზოს. თუმცა წინ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირია და საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების მწვრთნელის, ბეგი დარჩიას გადაწყვეტილებაც მერე გახდება ცნობილი.

ლევან შავაძე, აჭარის ახალგაზრდულთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “გივი კარტოზიას ხალიჩის ვეფხვს, ვახტანგ ბალავაძეს კი ჭიდაობის პროფესორს უწოდებდნენ.  ისინი ჭიდაობის ისტორიაში საოცარი მოვლენები იყვნენ და მათი სახელობის ტურნირზე სპორტის სასახლე თითქმის ცარიელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დასწრება უფასო იყო. მედიის მხრიდან უფრო მეტი რეკლამა და ყურადღებაა საჭირო, რადგან ასეთი მაღალი დონის ტურნირები ქართულ სპორტში იშვიათად ტარდება. პეკინის ოლიმპიადაზე ხუთი მედლიდან ოთხი მოჭიდავეებმა აიღეს, ჭიდაობა ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა და მასმედიით შესაბამისად უნდა გაშუქდეს, რადგან მომავალ თაობას სტიმული მივცეთ.”

რაულ თავართქილაძე, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი:”ამ ბიჭების წარმატება ნიშნავს, რომ ჩვენი მწვრთნელები კარგად მუშაობენ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ლევან შავაძეს, ვახტანგ მეხეშიძეს, გელა ჯანელიძეს, ჯემალ კილაძეს. სპორტში მთავარი შედეგია და ჩვენ იგი ვაჩვენეთ. ჩვენი ბიჭები მსოფლიოზეც იტყვიან თავიანთ სიტყვას. ოლიმპიადის რამდენიმე ლიცენზიის აღებაც შეგვიძლია.”

გადაბეჭდვის წესი