muz1

ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე – ფილმის ჩვენება და დისკუსია (ანონსი)

18 მაისს, 12:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ  მუზეუმში, ამიკო ქავთარაძის სატელევიზიო პროექტის „ერთი ფოტოს ისტორია“ – 9/11-ის  ჩვენება გაიმართება. ჩვენება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების „მუზეუმი და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“  ფარგლებში იმართება.

ფილმი ეხება  2001  წლის  11 სექტემბერს  აშშ-ში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რის შედეგადაც  ნიუ-იორკის ორი ცათამბჯენი ჩამოინგრა. ტრაგედიის ადგილისკენ მიმავალმა გერმანელმა ფოტოგრაფმა თომას ჰეპკერმა ასეთ პასტორალურ სცენას მოჰკრა თვალი – ახალგაზრდები მზეს ეფიცხებიან და საუბრობენ ჩამონგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ფონზე, მან ეს ფოტოები არქივში შეინახა, რათა თვლიდა, რომ ეს ფოტოები ხელს შეუშლიდა ტრაგიზმის განცდას, ჰოპკერმა ეს ფოტო ხუთი წლის შემდეგ გამოფინა, რამაც ამერიკულ პრესაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება  მსჯელობა, ფოტოს ირგვლივ სადავო ისტორიებისა  თუ მოსაზრებების შესახებ.

14:00 საათზე, გონიო-აფსაროსის  მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართება  დისკუსია „მედეა: დამნაშავე თუ მსხვერპლი?“. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც განხილული იქნება სხვადასხვა ისტორიული წყარო არგონავტების მითის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება  დააფიქსიროს საკუთარი აზრი განხილულ თემასთან დაკავშირებით.

muz2

muz1

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი