ექიმების ტურნირი მინიფეხბურთში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები ერთმანეთს მინიფეხბურთში შეეჯიბრებიან.

ტურნირში სამინისტროს გარდა „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, „აჭარის ონკოლოგიური ცენტრი“, ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“, „ხოზრევანიძის კლინიკა“, საზღვაო ჰოსპიტალი და ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი (ბაუ) მონაწილეობენ.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომლებს შორის შედგა: „სამინისტროს გუნდი მორიგ შეხვედრას ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს გუნდთან 16 მაისს გამართავს“.

ტურნირი 22 მაისს დასრულდება და ის საქართველოს დამსახურებული ექიმის გივი (ჯონდო) ცივაძის ხსოვნისადმი არის მიძღვნილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com