მთავარი,რეკლამა

სულხან ღლონტის შეხვედრა აზერბაიჯანის კონსულთან: ტურიზმის განვითარებისთვის ასეთი შეხვედრები აუცილებელია

17.01.2017 • 5461
სულხან ღლონტის შეხვედრა აზერბაიჯანის კონსულთან: ტურიზმის განვითარებისთვის ასეთი შეხვედრები აუცილებელია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს აჭარაში, ბატონ რაშად ისმაილოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო.

„დღეს, ჩვენი სტუმრობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მიზნად ისახავს გავაღრმავოთ ურთიერთობა ტურიზმის სფეროში. აზერბაიჯანის მოქალაქეები დაინტერესებული არიან აჭარის ტურისტული პოტენციალით. საკონსულოს მიზანია ეფექტური ურთიერთობა გვქონდეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტთან. ასევე ჩვენი სტუმრობის მიზანი იყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა. შევთანხმდით მომავალ აქტიურ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა აჭარაში ბატონმა რაშად ისმაილოვმა.

„მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოსა და პირადად ბატონი კონსულის მხრიდან არის ასეთი მაღალი ინტერესი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან სათანამშრომლოდ. ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენს რეგიონში ასეთი ტიპის შეხვედრები აუცილებელია. ჩვენი მთავარი სტრატეგია – აჭარა ოთხივე სეზონზე გავხადოთ ტურისტებისთვის მიმზიდველი – ვერ განხორცელდება მეზობელი ქვეყნებისა და ჩვენი ტრადიციული ბაზრების აქტიური ჩართულობის გარეშე. ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოსთან. გვჯერა, ეს თანამშრომლობა  ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: