მთავარი

ბათუმის აეროპორტში სუპერმარკეტის თანამშრომლები დააყაჩაღეს

06.01.2017 • 3427
ბათუმის აეროპორტში სუპერმარკეტის თანამშრომლები დააყაჩაღეს

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დღემდე არ არის გახსნილი სუპერმარკეტ „იალჩინის“ ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი, რომელიც 31 დეკემბერს დაფიქსირდა. მაშინ სანტას ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა მძარცველმა „იალჩინიში“ განთავსებული სავალუტიო ჯიხურიდან თითქმის 60 ათასი ლარი გაიტაცეს.

3 იანვარს, მძარცველებმა სუპერმარკეტ “იალჩინის” თანამშრომლები უკვე მეორედ დააყაჩაღეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მეორე შემთხვევა ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა.

შს სამინისტროში გატაცებული თანხის ოდენობას ვერ ასახელებენ. ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები ჯერჯერობით არ არის გახსნილი. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი