ავტორი: ლელა დუმბაძე

80 წლის ზურაბ შალიკაძე სოფელ კირნათის სკოლაში ორ საგანს – ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლის. ის სკოლაში 1965 წლიდან მუშაობს და დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

ის ამბობს, რომ მაღალი პენსიის შემთხვევაში სკოლას დატოვებდა, რაც სკოლაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობდა ხელს. ამ სკოლაში ზურაბ შალიკაძის გარდა კიდევ 12 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი, ბიოლოგიის მასწავლებელი კი 86 წლისაა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ქართულ საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მასწავლებლების განსხვავებულ პენსიაზე სამინისტროში  მსჯელობა არ მიმდინარეობს.

80 წლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი

80 წლის ზურაბ შალიკაძე, სოფელ კირნათის სკოლაში ორ საგანს, – ფიზიკას და მათემატიკას ასწავლის. სკოლაში მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, მას საგნობრივი გამოცდა არ ჩაუბარებია და დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. მაღალი პენსიის შემთხვევაში ის ამბობს, რომ სკოლას დატოვებდა, რაც სკოლაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობდა ხელს.ამ სკოლაში ზურაბ შალიკაძის გარდა კიდევ 12 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on 2018 წლის 22 მარტი, ხუთშაბათი

ზურაბ შალიკაძე – 80 წლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი კირნათის საჯარო სკოლაში.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი


თეგები: | | |