მთავარი

„ჩაგრული“ ქათმების აღდგენილი ღირსება

09.03.2018 • 5024
„ჩაგრული“ ქათმების აღდგენილი ღირსება

რთული დასაჯერებელია, რომ ქათამი ვინმეს პლანეტის ყველაზე ლამაზ ფრინველად მიაჩნია, თუმცა იტალიელი ფოტოგრაფები -მორენო მონტი და მატეო ტრანჩელინი სწორედ ასე ფიქრობენ. მათ 100 სხვადასხვა ჯიშის ქათამი გადაიღეს და უზარმაზარ ფოტოალბოში 200 ფრინველის პორტრეტი შეიტანეს. ფოტოგრაფების უცნაურ პროექტს „Chic! Ken“ ჰქვია.

მორენო მონტისა და მატეო ტრანჩელინის ფერმერი მეგობარი ჰყავთ, რომელიც ბევრი სხვადასხვა ჯიშის ქათამს უვლის და ამრავლებს. ფოტოგრაფებმა გადაღებებისას შინაურ ფრინველებს სახელებიც შეარქვეს: კონჩიკა, ჯესიკა, მარტა, ფრიზლი და სხვები ქათმების პირველ ფოტოალბომში აღმოჩნდნენ.

მორენო მონტი და მატეო ტრანჩელინი ირწმუნებიან, რომ ფოტოებზე აღბეჭდილ იშვიათი ჯიშის ქათმებს არასოდეს დაკლავენ, ფერმაში მოუვლიან და დამთვალიერებლებს მათი მონახულება ყოველთვის შეეძლებათ ვოლიერებიდან.

იტალიელ ფოტოგრაფებს მიაჩნიათ, რომ ქათმები ჩაგრული, დაუფასებელი ფრინველები არიან და ამიტომაც გადაწყვიტეს პროექტით – „Chic! Ken“ მსოფლიოსთვის მათი მშვენიერება ეჩვენებინათ.

წყარო: Mymodernmet

გადაბეჭდვის წესი


ასევე: