ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083-მა ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია.
აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9,6-მა პროცენტმა მისცა ხმა, ყველაზე დაბალი კი – ბათუმში, სადაც ათი საათისთვის ამომრჩეველთა 5-მა პროცენტმა, სულ 7014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებულია 139 595 ამომრჩეველი, ქედაში – 15 643; ქობულეთში – 67 703; შუახევში – 15 009; ხელვაჩაურში – 44 928, ხოლო ხულოში – 23 983. აჭარაში ამ დროისათვის სულ 306 861 ამომრჩეველია.