სიახლეები

გიორგი პაპუაშვილი აჭარაში სუს-ის უფროსად დაინიშნა

08.03.2015 • 2393
გიორგი პაპუაშვილი აჭარაში სუს-ის უფროსად დაინიშნა

სამსახურიდან წასვლის მიზეზად გიორგი პაპუაშვილმა რეგიონული გაზეთის – „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს უთხრა, რომ მან „ამ ზაფხულს ინფარქტი გადაიტანა“, ამიტომ ყოველთვის უნდოდა წასულიყო თბილისში, რადგან აქ ვერ მკურნალობდა. 

გიორგი პაპუაშვილი
გიორგი პაპუაშვილი

 

რაც შეეხება აჭარასთან გიორგი პაპუაშვილის სამსახურებრივ კავშირებს – ის აქამდეც მუშაობდა აჭარაში: პაპუაშვილი ვარდების რევოლუციიდან მალევე, 2004 წელს, აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა. 2004-2005 წლებში მუშაობდა აჭარის პროკურორადაც. გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით ბათუმში იყო სკანდალებიც: 2004 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს ხულოსა გამგებელი – ოთარ ცეცხლაძე და შუახევის გამგებლები ნოდარ ქარცივაძე. დაკავებულები დანაშაულის არ არსებობის გამო 28 ოქტომბერს გაათავისუფლეს. მაშინ მედია წერდა, რომ ოთარ ცეცხლაძემ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით დატვირთული ავტომანქანა არ გამოატარა. გამგებლების დაკავების შემდეგ  საპროტესტო აქციებიც იმართებოდა გიორგი პაპუაშვილის გადაყენების მოთხოვნით.

 

წარწერა ბათუმის ქუჩებში. 2004 წელი.
წარწერა ბათუმის ქუჩებში. 2004 წელი.

„ბათუმელებმა“ გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირება ვერ მოახრეხა, მას მობილური გამორთული ჰქონდა. გიორგი პაპუაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება „ბათუმელებმა“ შს სამინისტროში სცადა, თუმცა ვერც ამ უწყებიდან მოხერხდა ზუსტი ინფორმაციის მოპოვება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილი ხვალიდან გამოცხადდება ახალ სამსახურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: