სიახლეები

აკაკი ძნელაძე ჯემალ ფუტკარაძის ფრაქციდან გარიცხვის დეტალებზე

07.03.2015 • 1629
აკაკი ძნელაძე ჯემალ ფუტკარაძის ფრაქციდან გარიცხვის დეტალებზე

 

აკაკი ძნელაძე: უბრალოდ, რაც მოხდა იმაზე პასუხი იყო,  ცივი გონებით განვსაჯეთ… მანამდე ჯემალ ფუტკარაძესაც ვესაუბრე, პრივატული საუბრებიც მქონდა იმაზე, რომ ერთი გუნდი ვართ… შეიძლება ერთმანეთის აზრებს ყოველთვის არ ვიზიარებთ, მაგრამ თუ ჩვენ ვართ კოალიცია და თან სახელისუფლებო პარტია, მაშინ წესებიდან არ უნდა გავიდეთ და თუ რამე პრობლემებია, უნდა მოგვარდეს შიგნით, მაგრამ ის მაინც არ დაემორჩილა ამას. ბოლო ის იყო, რომ არ ვაყენებდით ვიცე-სპიკერის კანდიდატურას და თავისი ნებით შეიტანა განცხადება და წარადგინა თავისი კანდიდატურა. აი, ეს ნიუანსები გახდა იმის საბაბი, რომ გაგვერიცხა ფრაქციიდან.

 

აკაკი ძნელაძე
აკაკი ძნელაძე

ფრაქცია რატომ იყო წინააღმდეგი ვიცე-სპიკერის პოზიციაზე  ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურის?


წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, ჩვენ არ განვიხილავდით არავის ამ პოზიციაზე ამ სიტუაციაში ეხლა და ხვალ და ზეგ გვიჩვენებს სიტუაცია. ახლა ეს არ იყო განსახილველი. ჩვენ შეხვედრა გვქონდა პრემიერთან გუშინ. შეხვედრა ჰქონდა ბატონ ჯემალსაც და ვისაუბრეთ და მოვიდა კულმინაცია.

 

ვიცე-სპიკერის პოზიციის გაუქმებას აპირებთ?


ეგეც შეიძლებოდა. თვითონ ჯემალსაც ჰქონდა გაჟღერებული, რომ გაუქმდეს იქნებ ეს პოზიცია. ყველანაირად შეიძლება მიუდგე ამ საკითხს, მაგრამ ის, რომ არ დაემორჩილო იმ ფრაქციას, რომელ ფრაქციაშიც ხარ და ოპენირება გაუწიო და ამ ოპონირებამ დააზიანოს შენი ფრაქციის წევრები, ეს უკვე ძალიან ცუდია. მოვიდა ის მომენტი, რომ წერტილი დაესვას ამ ყოფას.

 

პრემიერმა რა გითხრათ ამ საკითხზე?

პრემიერთან საუბარი გვაქვს ყოველთვის, ან თბილისში ან პოლიტსაბჭოზე. ახლა რადგან იყო ფორუმი ბათუმში, პრემიერს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩვენთან სამუშაო შეხვედრა გაემართა. პრობლემებზე, მომავალ გეგმებზე იყო საუბარი.

 

დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილება გუშინ პრემიერთან შეხვედრას რამდენად უკავშირდება?


ნუ, ნიუანსებით უკავშირდება. ამის პრობლემას მე ვერ ვხედავ – პრემიერის ჩამოსვლის შემდეგ მოხდა ეს თუ ჩამოსვლამდე. უბრალოდ, ჩვენ ცივი გონებით დღემდე მოვიტანეთ ფრაქციის სხდომა, არ ჩავატარეთ იმ ცხელი ამბების შემდეგ სპეციალურად, ათასჯერ გავზომეთ და ერთხელ გავჭერით. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველასთან და ეს არ არის აფექტური გადაწყვეტილება. ეს დღეს საჭირო იყო. 

 

პრემიერის ხედვა უმაღლესი საბჭოს შემდგომი საქმიანობის გაგრძელებაზე როგორია?

იყო კრიტიკული სიტუაცია, ეხლა ეს კრიტიკული სიტუაცია აღარ არის, აღარ არიან ესენი [ნაციონალური მოძრაობა] თერთმეტნი.

სვეტლანა კუდბა არის ფრაქციის წევრი და იზიარებს იმ შეხედულებებს, რასაც ჰქვია ერთი კოალიციური მუშაობა და საქართველოს განვითარება „ოცნების“ მოსვლის შემდეგ.

 

დარწმუნებული ხართ, რომ ხვალ სხვა რამეს არ გადაწყვეტს სვეტლან კუდბა?


არა. სვეტლანა კუდბა ადამიანია, რომელიც არ ცვლის გადაწყვეტილებებს. უბრალოდ, დღეს ფრაქციის სხდომაზე ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარზე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრაქციის საწინააღმდეგოდ მიდის.

 

სვეტა კუდბა შეხვდა ინდივიდუალურად პრემიერს?


კი შეხვდა.

 

ჯემალ ფუტკარაძეს რატომ არ ესწრებოდა სხდომას?


მე დავურეკე ბატონ ჯემალს ორჯერ, ზარი არ გავიდა, დაბლოკილი იყო. სამ საათზე ჩავატარეთ ფრაქციის სხდომა და ყველა წევრი ესწრებოდა გარდა ბატონი ჯემალისა.


საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ვინმეს კანდიდატურის წარდგენას აპირებთ?


ამას ორშაბათიდან მივხედავთ, ბიუროზე. სხდომა უნდა ჩატარდეს, მაგრამ არ ვიცი ქვორუმი იქნება თუ არა.

 

ჯემალ ფუტკარაძის გადაყენება კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თუ იგეგმება?


არა, ამ წუთას არა.

 

ფრაქციაში რამდენი კაცი დარჩით?


6 დავრჩით.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: