მთავარი,სიახლეები

ქედის ათ სოფელში მეწყერი განვითარდა

16.10.2017 • 1724
ქედის ათ სოფელში მეწყერი განვითარდა

ქედის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ათ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ მეძიბნაში მეწყერი ჩამოწვა თენგიზ ბერიძის სახლთან. გამგეობის ინფორმაციით, ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

მეწყერია ჩამოწოლილი  მახუნცეთში ნაზიმ თავდგირიძის ეზოშიც, თუმცა როგორც გამგეობაში გვეუბნებიან,  თავდგირიძის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება.  ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმის შედეგად  კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ბზანა და სავარგულები დატბორა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: