მთავარი,სიახლეები

6 მაისის პარკში მაგნოლია წაიქცა

16.10.2017 • 3202
6 მაისის პარკში მაგნოლია წაიქცა

ბათუმში, 6 მაისის პარკში, მაგნოლიის ხე წაიქცა, რის შედეგადაც  5 ახალდარგული ევკალიპტის ხე დაზიანდა.  მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული მაგნოლიის ხე მრავალწლოვანია.

როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაზიანებულ ევკალიპტის ხეებს მერიის გამწვანების სამსახური აღადგენს. „მაგნოლიის აღდგენა კი, სამწუხაროდ ვერ მოხერხდება,“ – თქვეს მერიაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: