მთავარი,სიახლეები

სამაშველო: უღელტეხილიდან მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 30 მგზავრი გამოიყვანეს

15.10.2017 • 3292
სამაშველო: უღელტეხილიდან მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 30 მგზავრი გამოიყვანეს

სამაშველო სამსახურის ცნობით, დღეს, 15 ოქტომბერს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბეშუმის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი მგავრები გამოიყვანეს, სულ 13 ავტომანქანა.

„ეს სამარშრუტო ტაქსები იყო, რომელბიც ჩვეულებრივ, ემსახურებიან მგზავრებს. შეტყობინება შემოვიდა და სამი ჯგუფი გავიდა ადგილზე. თოვლის სიმაღლე იმ დროისათვის ნახევარტი მეტრი იყო“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში.

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დილიდან თოვს. ხულოს გამგეობაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომაც გაიმართა.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების არქივიდან“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: