მთავარი,სიახლეები

შემდეგი ორი დღე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმიც

14.10.2017 • 2105
შემდეგი ორი დღე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმიც

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ბათუმში და, ზოგადად, დასავლეთ საქართველოში დღეს და შემდეგი ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. დღეს, 14 ოქტომბერს, ამინდი მკვეთრად გაუარესდება ღამის საათებში. შემდეგი ორი დღის განმავლობაში კი გაძლიერდება ქარი დასავლეთის მიმართულებით ათიდან თორმეტ მეტრ/წამამდე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციითვე, განსაკუთრებით ძლიერი ქარი მოსალოდნელია 16 ოქტომბერს, შესაბამისად, შავ ზღვაზე უნდა ველოდოთ შტორმსაც – 4-5 ბალამდე.

ამ დღეების განმავლობაში მთაში ითოვებს და არ არის გამორიცხული მეწყრული მოვარდნები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: