მთავარი,სიახლეები

იყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს ქედის გამგებელი „ოცნების“ სასარგებლოდ?

08.10.2017 • 2427
იყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს ქედის გამგებელი „ოცნების“ სასარგებლოდ?

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, ნომრით IWI 080, რომელიც ქედის გამგებელს დავით დუმბაძეს ემსახურება, დღეს, 8 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის, მახუნცეთის ადმინისტრაციული თემის ცენტრშია გაჩერებული, გამგებელი კი ცენტრიდან, სადაც ავტომობილია გაჩერებული, დაახლოებით სამი კილომეტრით  დაშორებულ სოფელ ზედა ბზუბზუში, ქედის მერობის კანდიდატთან, ლევან გორგილაძესთან ერთად, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფება, რასაც თავად გამგებელიც ადასტურებს.

გამგებლის მანქანა

გამგებლის მანქანა

პარტიულ შეხვედრაზე გამგებლის მისვლა მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი ტრანსპორტით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

„სატრანსპორტო საშუალების გამოყენება არ ეკრძალებათ ისეთ პირებს, ვინც სახელმწიფო დაცვის მომსახურებით სარგებლობს, გამგებელი არ შედის ამ კატეგორიაში, ანუ მას არ აქვს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტრანსპორტის გამოყენების უფლება პარტიულ შეხვედრაზე“ – ამბობს მადონა ბერიძე,  „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული კოორდინატორი.

რატომ გააჩერა ავტომობილი ქედის გამგებელმა წინასაარჩევნო შეხვედრიდან სამი კილომეტრის მოშორებით და ეს ხომ არ იყო სახელმწიფო რესურსის გამოყენების დამალვის მცდელობა? ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ ავტომობილი გაუფუჭდა, საბურავი დაეშვა, ლოდინს კი შეხვედრაზე მისვლა არჩია და ამიტომ აღმოჩნდა წინასაარჩევნო შეხვედრაზე სოფელ ზედა ბზუბზუში. იგი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გამორიცხავს:

„დღეს მშენებარე ობიექტები უნდა შემემოწმებინა ქედაში, ამისთვის წამოვედი. საბურავი დაეშვა, მძღოლი არ მახლდა. დავურეკე, დავტოვე მანქანა ცენტრში და წავედი შეხვედრაზე, რამდენ ხანს უნდა ვმდგარიყავი ტყუილად?“ – ამბობს დავით დუმბაძე.

3

4

5

6

გადაბეჭდვის წესი


ასევე: