????????????????????????????????????

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების საფეხბურთო ტურნირი

7 ოქტომბერს, ბონის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების მონაწილეობით. ტურნირში დემოკრატიის ინსტიტუტის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  აჭარის ბიუროს ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაა. სპორტულ ღონისძიებაზე აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადასცეს.

8 ოქტომბერს რეგიონებიდან ჩამოსული გუნდები ექსკურსიაზე გაემგზავრებიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, მოინახულებენ გონიოს ციხესიმაგრეს და დაათვალიერებენ ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. ღონისძიება „ყოფილი პატიმრების  გაძლიერები პროექტის’’ ფარგლებში ტარდება.

როგორც პროექტის კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე აღნიშნავს, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, ფონდი „აფხაზ ინტერკონტი“ და „თანაზიარი“, უკვე წლებია, რაც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობს, „ყოფილი პატიმრების  გაძლიერების პროექტი“ კი ახალი პროგრამაა, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. მისივე თქმით, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების პრობლემები კომპლექსურია, მათ აქვთ  ხშირად ინტეგრაციის და რესოციალიზაციის კომპლექსი და რიგ შემთხვევებში საზოგადოების მხრიდანაც აწყდებიან ბარიერებს.

„წლებია ამ კატეგორიის მოქალაქეებთან ვმუშაობთ და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მათგანს აქვს ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი. სამწუხაროდ ყოფილი მსჯავრდებულების რაოდენობა იზრდება და სარეაბილიტაციო პროგრამების რესურსი კი ბოლო დაკვირვებების მიხედვით, მცირდება“ – ამბობს ნინო ხაჩიძე.

პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და ზემო-სვანეთში.

პროექტის ძირითადი მიზანი ყოფილი პატიმრების სწავლება, გადამზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, იურიდიული დახმარების გაწევა და დასაქმებაა.

ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აჭარის პრობაციის ბიურო, აჭარის განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი.

DSC_2453

DSC_2451

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან