მთავარი,სიახლეები

მერიამ შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ბოქლომებით ჩაკეტა

07.10.2017 • 3197
მერიამ შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ბოქლომებით ჩაკეტა

ბათუმში, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ადაპტირებული ატრაქციონები რამდენიმე ადგილზე თვითნებურად აიღეს, ბათუმის მერიამ ის გამოსავალი ნახა, რომ დარჩენილი ანალოგიური ატრაქციონები ჯაჭვებით დააბა და ბოქლომები დაადო. მიუხედავად ამისა, მაგალითად, კობალაძის ქუჩაზე, ბოქლომები დაამტვრიეს და ატრაქციონით კვლავ ის ბავშვები სარგებლობენ, ვისთვისაც ის არ არის გათვალისწინებული. 

„რამდენი ბავშვი დაშავდა აქ… შემდეგ ბოქლომი დაადეს და ესეც გაუტეხავთ. ვეუბნები სხვის ბავშვებს არ ითამაშონ ამ ატრაქციონზე, მაგრამ არ ესმით, ეტყობა მათ გატეხეს… მე კიდევ ჩემს ბავშვს ვადევნებ თვალყურს, რომ არაფერი იტკინოს“, – გვითხრა ერთმა მშობელმა კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაში არსებულ ატრაქციონებთან და აღნიშნა, რომ ასეთი ატრაქციონის დადგმით უკმაყოფილოა: „აღებით არავის არ აუღია… ჯაჭვით იყო დაბმული და მშვიდად ვიყავით“.

„ადაპტირებული ატრაქციონები, დროებით, ჩვენ დავაბით უსაფრთხოების მიზნით. დაგეგმილი გვაქვს გავმართოთ შეხვედრები მოსახლეობასთან მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით. ბოქლომის გასაღებს რაც შეეხება, ის მერის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ, შემდეგ კი ვაპირებდით გადაგვეცა შესაბამისი ოჯახებისთვის… ეს ბოქლომებიც თუ გატეხეს, ძალიან სამწუხარო ფაქტია“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ატრაქციონების თვითნებურად აღების ფაქტზე ბათუმის მერიამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას, პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს.

ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე ბათუმის მერიას შს სამინისტროსთვის არ მიმართავს.

ადაპტირებული ატრაქციონი ბათუმში კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაში / ეს ატრაქციონი მერიამ ჯაჭვით დააბა, თუმცა ბოქლომი გატეხეს / 7.10.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ადაპტირებული ატრაქციონი ბათუმში კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაში / ეს ატრაქციონი მერიამ ჯაჭვით დააბა, თუმცა ბოქლომი გატეხეს / 7.10.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

IMG_20171007_173953

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: