მთავარი,სიახლეები

გულის მსოფლიო დღე ბათუმში

07.10.2017 • 1894
გულის მსოფლიო დღე ბათუმში

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, ველო მარათონი მოეწყო. ველოსიპედისტების მარშმა სტარტი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო და ანბანის კოშკთან დასრულდა. მარათონი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ითვალისწინებდა. მსვლელობაში ჩართული იყვნენ, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ველოსიპედისტები.

 ღონისძიება საქართველოს გულის ფონდის  „Georgian Heart Foundation“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე   „critical mass batumi“ -ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველო.
22323694_1694524930578942_1571514256_o

გადაბეჭდვის წესი


ასევე: