მთავარი,სიახლეები

4 მილიონი ლარი მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესაძენად

17.02.2015 • 1736
4 მილიონი ლარი მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესაძენად

აჭარის მთავრობას,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 4 მილიონ ლარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გადმოურიცხავს.  აჭარის მთავრობა კი მუსლიმთა სამმართველოსთვის სარგებლობაში გადასაცემად შეიძენს ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მათზე მდებარე შენობა-ნაგებობებს.

ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობის შესყიდვაზე ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ ერთი თვის წინ გაავრცელა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კი განაცხადა, რომ მედრესეს განთავსება ანგისის დასახლებაში, ყოფილი იტალიური სკოლის შენობაში იყო დაგეგმილი, რომელიც სამუფთოს საკუთრებაში გადაეცემოდა.

ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში არსებული უძრავი ქონება ჯერჯერობით ორი მოქალაქის კერძო საკუთრებაშია. აღნიშნულ მისამართებზე მთლიანობაში განთავსებულია 3659 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი და 3054,3 კვ/მეტრი შენობა-ნაგებობები.

ბაირამზე მლოცველები ბათუმის მეჩეთთან მდებარე ქუჩაში ლოცულობენ 4.10. 2014 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: