მთავარი,რეკლამა,სიახლეები

კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“ [ანონსი]

29.09.2017 • 2218
კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“ [ანონსი]

2017 წლის 30 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ს ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“.

კონფერენციის მთავარი მიზანია ფართო საზოგადოების ჩართვა აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა  დარგის სპეციალისტები და სტუდენტები: ისტორიკოსები, არქეოლოგები, ბიოლოგები, გეოგრაფები და არქიტექტორები, რომლებიც თავიანთი სპეციალობების მიხედვით წარმოგვიდგენენ საკუთარ ხედვას კულტურული ლანდშაფტის დაცვასა და პრევენციის საშუალებებზე.

კონფერენცია გარდა მეცნიერული კვლევის შედეგებისა მიზნად ისახავს მომავალი თაობის ჩართვას საკითხების განხილვაში თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.

კონფერენცია იმართება ყოველწლიურად ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებათა ერთობლიობას. 2014 წლიდან ამ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.

22117874_1703616159649453_73019410_o

გადაბეჭდვის წესი


ასევე: