„საუბრები ევროპაზე“ – შეხვედრა ლაშა ბაქრაძესთან კირნათის საჯარო სკოლაში

30 სექტემბერს, 13 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში გაიმართება დისკუსია თემაზე – „რატომ სჭირდება ევროინტეგრაცია საქართველოს, როგორც თურქეთისა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანას.“  დისკუსიაზე მომხსენებელი იქნება  ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.

შეხვედრის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“. შეხვედრა იმართება დისკუსიათა ციკლის – „საუბრები ევროპაზე“ – ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი [EWMI], ფინანსური მხარდამჭერები: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სამშენებლო კომპანია „გზები“.

afisha

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com