ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის დარიგება დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის,  ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობითი ღონისძიებების გასატარებლად ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგება დაიწყო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, „დიფენტრინის“ სახეობის ქიმიური შემადგენლობის პრეპარატი  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა. აჭარის რეგიონისთვის სულ 13 000 ლიტრი პრეპარატია შეძენილი, აქედან  ბათუმის მუნიციპალიტეტს 2 100 ლიტრი, ქობულეთს – 5 300, ხელვაჩაურს – 4 200, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტს – 1400 ლიტრი პრეპარატი გადეცა.

მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ „პრეპარატის განაწილება მუნიციპალიტეტებში, ფერმერების რაოდენობის შესაბამისად მოხდა. საშუალოდ ერთ ფერმერს მინიმუმ 250 მილიგრამი პრეპარატი გადაეცემა, რაც 250 ლიტრ წყალში იხსნება, ეს კი სრულიად საკმარისია ერთი ფერმერული ნაკვეთის დასამუშავებლად. თუ ფერმერები ზუსტ წამლობას განახორციელებენ, მწერი მომავალში ნაკლები ოდენობით იქნება. მუნიციპალიტეტებს პრეპარატები კვირას გადავეცით, ხოლო მოსახლეობაზე პრეპარატის გადაცემა ორშაბათს დაიწყო. ფერმერებმა მანამდე უნდა დაამუშაონ საკარმიდამო ნაკვეთები და მიმდებარე ტერიტორიები, ვიდრე მწერი გამოსაზამთრებლად გადაადგილებას დაიწყებს“.

ხომ არ არის დაგვიანებული ფაროსანასთან ბრძოლა საკარმიდამო ნაკვეთებში, მაშინ როდესაც ფაროსანა უკვე მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებშია შესული? – მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ წამლობა 25 ოქტომბრამდეა რეკომენდებული. სოფლებში, მოსახლეობას კი პრეპარატს თემის რწმუნებული და გამგებლის წარმომადგენლები დაურიგებენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ აჭარის მთის სოფლებში, აზიური ფაროსანას გავრცელების დონე მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს არ აღემატებოდა, მწერის გარემოში გავრცელების ინტენსივობა მხოლოდ დაბალ ზონაში გამოიკვეთა და ქიმიური ღონისძიებებიც შესაბამისად, მხოლოდ დაბლობში ხორციელდება.

ფაროსანა

ფაროსანა

აზიური ფაროსანა სახლში და სახლის ფანჯარაზე / ქედა, სოფელი ბზუბზუ / ეკა ბარამიძის ფოტოები

აზიური ფაროსანა სახლში და სახლის ფანჯარაზე / ქედა, სოფელი ბზუბზუ / ეკა ბარამიძის ფოტოები

ამავე თემაზე:

ბათუმში საჯარო სკოლას ფაროსანა შეესია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი