სიახლეები

უფასო სამედიცინო კონსულტაციები ბათუმში

28.09.2017 • 2132
უფასო სამედიცინო კონსულტაციები ბათუმში

კონკრეტულ სამედიცინო სერვისებზე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოქალაქეებს უფასო კონსულტაციების მიღება მომავალი კვირიდან შეეძლებათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების განრიგი ასეთია:

ორშაბათი – ზოგადი ქირურგია, ოფთალმოლოგია;

სამშაბათი – გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია;

ოთხშაბათი – ანგიოლოგია, კარდიოლოგია;

ხუთშაბათი – ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ორთოპედია;

პარასკევი – უროლოგია, პროქტოლოგია.

უფასო კონსულტაციები დილის 10 საათიდან დაიწყება და შუადღის სამზე დასრულდება.

კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05 ან *05 05.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: