მთავარი,სიახლეები

ბათუმის საოლქო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი დააჯარიმა

28.09.2017 • 1932
ბათუმის საოლქო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი დააჯარიმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმის №79  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის, გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის განთავსება.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

გოგიტა გოგიტიძე უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში უმცროს სპეციალისტად მუშაობს. ის ამბობს, რომ „ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იმყოფებოდა და ის, როგორც პრესსამსახურის თანამშრომელი, თავმჯდომარის აქტივობას აშუქებდა: „ფოტო მხოლოდ ფეისბუქგვერდზე დავდე და თავმჯდომარის მოთხოვნით ერთ საათში ავიღე.“

იმავე მიზეზით ბათუმის საოლქო კომისიამ დააჯარიმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი თამარ დიასამიძე, ხოლო შუახევის საოლქო კომისიამ სხეფის სკოლის პედაგოგი – მარინა დარჩიძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: