მთავარი,სიახლეები

ქობულეთის 8 სოფელში გზებზე მეწყერი ჩამოწვა

28.09.2017 • 1802
ქობულეთის 8 სოფელში გზებზე მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის 8 სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყერი ჩამოწვა 6 საცხოვრებელ სახლთან, აქედან ორი ოჯახი დროებით ახლობელთან გადავიდა საცხოვრებლად.

„ერთი ოჯახი ლეღვაში ცხოვრობს, მეორე – წყავროკაში. ამჟამად ადგილს სწავლობენ გეოლოგები. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ქობულეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა მეწყერი. სულ 17 ერთეული ტექნიკური საშუალება მუშაობს,“ – გვითხრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ.

ქობულეთის გამგეობის მონაცემებით, მეწყერმა გზების პრობლემა შექმნა სოფლებში: ქაქუთში, ლეღვაში, წყავროკაში, აჭყვისთავში, მუხაესტატეში, ალამბარში,  ცეცხლაურში. მეწყრისგან ძირითადად შიდა სასოფლო გზები იწმინდება. სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზები კი უკვე გაწმენდილია.

ადიდებულმა მდინარემ გუშინ წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.

გამგებლის მოადგილის, მალხაზ რომანაძის ინფორმაციით, გუშინ ღამით ჩაიკეტა ქობულეთი-ოზურგეთის საავტომობილო გზაც, თუმცა მალევე გახსნეს.

მთავარ ფოტოზე: სტიქია ქობულეთში/ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტო/24.09.2017

ამავე თემაზე:

12 დამეწყრილი ოჯახი მეზობლებთან გადაიყვანეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: