ავტორი: მანანა ქველიაშვილი 

ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, დოღი იმართება. 19 აგვისტოს გამართულ დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობდნენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა – ერთკილომეტრიან, ორკილომეტრიან, სამკილომეტრიან და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. გაიმართა ასევე ნახევრადწმინდა სისხლის ცხენების დოღი.

IMG_0294

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

IMG_0324

IMG_0308

IMG_0246

ერთკილომეტრიან დისტანციაზე დოღში პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით მოასპარეზე კუსა ბასილიამ და მისმა ცხენმა ცეცხლამ დაიკავეს.

ორკილომეტრიან დოღში გამარჯვება სოფელ სურების მკვიდრმა, სოსო რამიშვილმა და მისმა ცხენმა – ჩიმარდიმ მოიპოვეს.

ნახევრადწმინდა სისხლის ცხენების დოღში პირველი ადგილი ოზურგეთის საცხენოსნო კლუბის წარმომადგენელმა, თორნიკე თოდრიამ და მისმა ცხენმა პალიოტმა დაიკავეს.

სამკილომეტრიან დისტანციაზე გამარჯვება ქობულეთელმა ედნარ ტაკიძემ მოიპოვა ცხენით – ზურმუხტი, მეორე ადგილზე კი დოღის ერთადერთი ქალი მონაწილე, თეონა ტყებუჩავა გავიდა ცხენით – ზორო.

IMG_0147

IMG_0160

IMG_0518

IMG_0482

ტრადიციული დოღი ბახმაროში ხუთკილომეტრიანი მარულათი დასრულდა, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, მერაბ შავაძემ გაიმარჯვა.

IMG_0579

 

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“


თეგები: | |