მთავარი,სიახლეები

ბათუმის კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს

20.09.2017 • 2145
ბათუმის კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს

დღეს,  20 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

12.00 საათზე: „ბურმის ზღაპრების კრებული“, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ. [დოკუმენტური ფილმი]

14.00 საათზე: „მზის ქალაქი“, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. [დოკუმენტური ფილმი]

16.00 საათზე:  „სიგიჟის სიხარული“, ჰანა მახმალბაფი, ავღანეთი/ირანი, 2003; 71 წთ. [მხატვრული, არასაკონკურსო]

18.00 საათზე: „სავარძელი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 2017, 93 წთ.

20.00 საათზე: „76 წუთი და 16 წამი“, აბას კიაროსტამთან, სეიფოლაჰ სამადიანი, ირანი, 2016; 76 წთ.

22.00 საათზე: „უსიყვარულობა“, ანდრეი ზვიაგინცევი, რუსეთი/საფრანგეთი, 2017; 127 წთ. [მხატვრული ფილმი „დიდოსტატთა კოლექციიდან“]

საღამოს, 20 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე, ნაჩვენები იქნება რეზო ესაძის ფილმი – „თვე როგორც ერთი დღე“ [2016 წ. 128 წთ.], ხოლო 22.00  საათზე –  „ძმები ქალაქში“, რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი, საქართველო, 2017; 45 წთ.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „უსიყვარულობა“

——————————————–

ამავე თემაზე: 

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: